2 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ზაზა ფაჩულია აჭარაბეთის სპორტულ ნაკრებს შეუერთდა

 

აჭარაბეთის სპორტულ ნაკრებს, ზაზა ფაჩულია შეუერთდა, რომელმაც თანამშრომლებთან და სპორტული ნაკრების წევრებთან შეხვედრა გამართა, სადაც თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„დღეს აჭარაბეთის ოფისში გავმართეთ შეხვედრა, სადაც შეკრებილ საზოგადოებას, აჭარაბეთის თანამშრომლებს და სპორტული ნაკრების წევრებს ჩვენი სიახლეები გავუზიარეთ.

ძალიან ვამაყობ და მიხარია, რომ ამ გუნდს შემოვუერთდი, რადგან ვფიქრობ, აჭარაბეთთან ერთად ძალიან ბევრ და საინტერესო პროექტზე ვიმუშავებთ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, სასიხარულო და საამაყოა, ამ თანამშრომლობის ფარგლებში განახლდება „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია“, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

„აჭარაბეთის სპორტულ ნაკრებში, ქართული სპორტის საუკეთესო წარმომადგენლები ერთ გუნდად არიან შეკრული. ვამაყობთ, რომ გვყავს სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელი ამბასადორები, ინდივიდუალური სპორტსმენები და გუნდები/ნაკრებები, რომლებიც უყვარს ქართველ გულშემატკივარს და ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და საამაყოა ის ფაქტი, რომ დღეიდან აჭარაბეთის სპორტულ ნაკრებს ლეგენდარული ზაზა ფაჩულია შემოუერთდა, ერთად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორმა ნინი გუჯაბიძემ.

აჭარაბეთი ქართული სპორტის მთავარი გულშემატკივარი და მხარდამჭერია. კომპანია წლებია ზრუნავს ქართული სპორტის პოპულარიზაციაზე, გვერდში უდგას ქართველ სპორტსმენებს, თავისი წვლილი შეაქვს მათთვის საუკეთესო პირობების შექმნაზე და კარიერულ განვითარებაში ეხმარება.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...