თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
|
m² - მა, გალტ ენდ თაგარტისა -ისა და თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, 25 მილიონი აშშ დოლარში დენომინირებული საჯარო ობლიგაციები გამოუშვა.
m² (საქართველოს უძრავი ქონება) პიონერია ქართული ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, 2014 წლიდან ეს უკვე რიგით მერვე ემისიაა, ხოლო ჯამურად მოზიდული სახსრები 185 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც საქართველოში არა ფინანსური სექტორისთვის განსაკუთრებული მაჩვენებელია.
საჯარო ობლიგაციების გამოშვებას დიდი დაინტერესება მოჰყვა ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მხრიდან, რაც განსაზღვრულ თანხაზე მეტ მოთხოვნაში გამოიხატა.
აღნიშნული აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანიის მიმართ არსებულ მაღალ ნდობას ინვესტორების მხრიდან.
ობლიგაციები 2 წლის ვადითაა გამოშვებული, ხოლო კუპონის განაკვეთი 8,5% შეადგენს.
„მოხარული ვართ, რომ “საქართველოს უძრავმა ქონებამ“, რომელიც m² -ის 100%-იანი წილის მფლობელია - ადგილობრივ ბაზარზე კიდევ ერთხელ წარმატებით განათავსა ობლიგაციები. აღნიშნულ ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნამ ჩვენი მოლოდინი გაამართლა, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია. ეს წარმატება ჩვენი კომპანიის მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტისა“ და „თიბისი კაპიტალის“ პროფესიონალიზმზე მეტყველებს“, – განაცხადა „საქართველოს უძრავი ქონების“ გენერალურმა დირექტორმა, გურამ ახვლედიანმა.
„მოხარული ვარ, რომ კვლავ გრძელდება „გალტ ენდ თაგარტისა“ და „საქართველოს უძრავი ქონების“ აქტიური თანამშრომლობა, რაზეც მორიგი, უკვე რიგით მე-8 წარმატებული განთავსება მეტყველებს. მსურს, მორიგი წარმატება მივულოცო „საქართველოს უძრავ ქონებას“, რომელთანაც 2014 წლიდან ვთანამშრომლობთ ობლიგაციების გამოშვების მიმართულებით. საცალო ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესი „საქართველოს უძრავი ქონების“ მიმართ ნდობასა და ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების მიმართ მზარდ მოთხოვნაზე მიანიშნებს.“ - განაცხადა ქეთევან თოიძემ, „გალტ ენდ თაგარტის“ დირექტორის მოადგილემ.
მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი: „მოხარული ვართ, რომ „საქართველოს უძრავმა ქონებამ” ადგილობრივ ბაზარზე კიდევ ერთხელ წარმატებით განათავსა ობლიგაციები. ეს თიბისი კაპიტალისა და “საქართველოს უძრავი ქონების” რიგით მეორე ერთობლივი განთავსებაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კაპიტალის ბაზრის დახმარებით, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიებაში ხელს ვუწყობთ კომპანიას, რომელიც ქვეყანაში უმსხვილეს საცხოვრებელ პროექტებს ახორციელებს. აღნიშნულ ობლიგაციებზე მოთხოვნა კომპანიის სანდოობასა და ემიტენტისა და ჩვენს წარმატებულ პარტნიორობას ადასტურებს.
ობლიგაციების გამოშვების პროცესში კომპანიამ არსებული 35 მილიონი ობლიგაციების გამოსყიდვის პროცესიც გამოაცხადა, სადაც 26 მილიონი დოლარის დაინტერესება მიიღო, რომლის რეფინანსირებისთვის, ახალი, 25 მილიონიანი ობლიგაციების გამოყენება მოხდება. 35 მილიონიდან დარჩენილი 9 მილიონის დაფარვა განხორციელდება ოქტომბერში, როგორც ობლიგაციების პირობებით არის განსაზღვრული.
m² უკვე 16 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშნველოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
m² - ის აქციების 100% წილის მფლობელია საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალი“
თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...
უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში სწრაფი სერვისები დაინერგა. ძრავის ზეთის, აკუმულატორის ან საბურავების შეცვლა ახლა უკვე 20 წუთშია შესაძლებელი. [I=1] ნიკა მაღრა...
იტალიური წარმოების Lamborghini, ლეგენდარული ბრიტანული Bentley და ჩინური პრემიუმ ელექტრომობილების მწარმოებელი Zeekr, - სამი ახალი ბრენდი პორტფელში და ბაზრის წილის ზრდა 30%-იან ნიშნულზე - „...
თუ ხარ მოსწავლე ან სტუდენტი და გინდა, დაზოგო თანხა და დამოუკიდებლად მართო შენი ფინანსები, მაშინ თიბისის მუდმივი შეთავაზებები, სწორედ, შენთვისაა. მუდმივი შეთავაზებები თიბისის ინიციატივაა, რომელიც კომ...
თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა...
„თეგეტამ“ საავტომობილო სფეროს 20 წამყვან თურქულ კომპანიას სათავო ოფისსა და გეზის ტერიტორიაზე მდებარე ახალ სერვისცენტრში უმასპინძლა თბილისში გამართული სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის მ...
21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ინტეგრირებული თეატრის „აზდაკის ბაღის“ &nb...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები