1 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სექტემბრის ბოლო კვირის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

 

წლის ნებისმიერ სეზონზე ავტომობილის გამართული მუშაობა კომფორტული გადაადგილების აუცილებელი პირობაა. გამონაკლისი ამ მხრივ არც შემოდგომაა, მით უფრო, რომ ბოლო პერიოდში ქალაქში მოძრაობა კიდევ უფრო ინტენსიური ხდება. დამატებითი დაბრკოლებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, ავტომობილის ყველა დეტალი სრულად გამართული იყოს.

ზაფხულის მოგზაურობების შემდეგ ავტომობილის შესამოწმებლად და გასამართად „თეგეტა მოტორსი“ სპეციალურ აქციებს გთავაზობთ. დღეიდან სექტემბრის ბოლომდე განსაკუთრებული შეთავაზებები იმოქმედებს საბურავებზე, ძრავის ზეთზე, აკუმულატორსა და ხუნდებზე.

3+1 აქცია საბურავებზე

„თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში ზაფხულისა და ყველა სეზონის უახლესი, მაღალი ხარისხის საბურავების შეძენას 3+1 აქციით შეძლებთ. განსაკუთრებული, 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს საბურავების სრულ ასორტიმენტზე, მათ შორის ზამთრის საბურავებზეც, თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ მათ „თეგეტა მოტორსის“  ონლაინ მაღაზიაში შეიძენთ.

შეგახსენებთ, საბურავები ავტომობილის ერთადერთი დეტალია, რომელიც გზის სავალ ზედაპირს უშუალოდ ეხება და მისი მდგომარეობა უსაფრთხო გადაადგილებისთვის უმნიშვნელოვანესია.

20%-იანი ქეშბექი ძრავის ზეთებზე

30 სექტემბრის ჩათვლით „თეგეტა მოტორსში“ Motul-ისა და Shell-ის უმაღლესი ხარისხის ზეთების შეძენისას გადახდილი თანხის 20% თეგეტას ბარათზე დაგიბრუნდებათ. ასევე 20% ქეშბექი მოქმედებს გერმანული Sonax-ის ავტომობილის მოვლის საშუალებებზე.

გახსოვდეთ, ძრავის ზეთი იცავს ძრავას დაზიანებისგან. მისი სამი მთავარი ფუნქციაა: ხახუნის შემცირება, გაგრილება და წმენდა. ძრავის ზეთზე ექსპლუატაციის დროის ამოწურვა გავლენას ახდენს საწვავის მოხმარებაზე, იზრდება ძრავის დეტალების ცვეთის ხარისხიც და ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება ძრავის გამართულ მუშაობაზე. სწორედ ამიტომ აუცილებელია მისი დროულად შეცვლა.

25%-იანი ფასდაკლება აკუმულატორებზე

„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში 30 სექტემბრის ჩათვლით 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს უმაღლესი ხარისხის გერმანულ აკუმულატორებზე - Varta-სა და Monbat-ზე. ასევე სპეციალური ფასები დაგხვდებათ Macpower-ისა და BEX-ის აკუმულატორებზე.

აკუმულატორი ძრავისათვის ენერგიის მიწოდებასა და მის ამუშავებაზეა პასუხისმგებელი. თუკი აკუმულატორი დაზიანდება და საჭირო რაოდენობის ენერგიას ვეღარ შეინახავს, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ელექტრომომხმარებელ დეტალებს.  სწორედ ამიტომ უნდა შევამოწმოთ მისი რესურსი და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩავანაცვლოთ.

 

25%-იანი ქეშბექი ხუნდებზე

„თეგეტა მოტორსში“ შეთავაზებები ვრცელდება ხუნდებზეც. 30 სექტემბრის ჩათვლით გერმანული პრემიუმ ბრენდის, ATE-ს ხუნდების შეძენისას გადახდილი თანხის 25% თეგეტას ბარათზე დაგიბრუნდებათ.

გაითვალისწინეთ, რომ ხუნდები ავტომობილის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად ცვეთადი დეტალია. თუკი ხუნდის დონე აღარ გაძლევთ უსაფრთხო გადაადგილების გარანტიას, მაშინ ისინი აუცილებლად უნდა ჩაანაცვლოთ ახალი, ხარისხიანი ხუნდებით.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...