მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...
· საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...
|
ელექტრომობილს „მომავლის მანქანა“ გამოგონებიდან მალევე უწოდეს. მაშინ ავტოექსპერტების პროგნოზი კონკრეტულ ფაქტებს დაეყრდნო: ელექტრომობილი ეკომეგობრული ტრანსპორტია და არ აქვს გამონაბოლქვი; ელექტრომობილს, შიგაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, არ გააჩნია ძალიან ბევრი ისეთი ნაწილი, რომლებიც ხშირად ფუჭდება.
მაგალითისთვის, ელექტრომობილს არ აქვს ძრავა, შესაბამისად, არ გააჩნია საწვავის მიწოდებისა და ძრავის გაგრილების სისტემა. ასევე, მცირე რაოდენობით საჭიროებს ისეთ დამაბინძურებელ სითხეებს, როგორებიცაა ძრავის ზეთი და გამაგრილებელი სითხე. გადაცემათა კოლოფის ნაცვლად აქვს „რედუქტორი“, რომელშიც სულ რამდენიმე კბილანაა. ეს ფაქტები კი ეწინააღმდეგება მითს, რომ ელექტრომობილის მოვლა ძვირი ჯდება
„თეგეტა ქარსში“ შემავალმა კომპანია „ავტო გალერიმ“ ელექტრომობილებთან დაკავშირებული მითების შესახებ კამპანია დაიწყო. რომლის მიზანიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და არასწორი წარმოდგენების შეცვლაა.
ლევან თაღიაშვილი, „ავტო გალერის“ მარკეტინგის მენეჯერი: „ელექტრომობილს, შიგაწვისძრავიან ავტომობილთან შედარებით, ბევრად ნაკლები სწრაფად ცვეთადი ნაწილი აქვს. თუ შიგაწვისძრავიანი 70 000 დეტალისგან შედგება, ელექტრომობილის ნაწილების რაოდენობა 30 ათასს არ აღემატება. შესაბამისად, მისი ყოველთვიური შენახვა გაცილებით მარტივი და ეკონომიურიცაა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელექტრომობილის ხუნდებიც კი უფრო ნაკლებად ცვდება. ის თავად ამუხრუჭებს, რათა მეტად დაიმუხტოს, რაც ნიშნავს იმას, რომ მუხრუჭს ნაკლები ძალა ადგება და ხუნდებიც არ ცვდება. არ ცვლი ზეთს, არ გჭირდება ძრავის მოვლა, რაც ფინანსურად მნიშვნელოვანი შეღავათია“.
Autogallery-ში ელექტრომობილის შეძენისას ორწლიანი გარანტიით ისარგებლებთ. კომპანიის გაყიდვებისა და სერვისის მენეჯერები საკუთარ მომხმარებლებს თითოეული მოდელის მოვლა-ექსპლუატაციის წესებსაც აცნობენ.
ლევან თაღიაშვილი, „ავტო გალერის“ მარკეტინგის მენეჯერი: „ავტომობილის შეძენისას მომხმარებელს ვურჩევთ - ყოველი 10 000 კმ-ის გავლის შემდეგ ავტომობილი სერვისისთვის მოიყვანოს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი წესრიგშია. რაც შეეხება უშუალოდ მოვლის წესებს, თითოეულ მოდელს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, სწორედ ამიტომ გაყიდვებისა და სერვისის მენეჯერები ყოველთვის ინდივიდუალურ რჩევებს გასცემენ. „ავტო გალერის“ საუკეთესო სპეციალისტები ჰყავს. ჩვენთან შეძენილ ელექტრომობილს გარანტიაც მოჰყვება, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელი კომფორტულ მომსახურებას იღებს“.
ქართულ საავტომობილო ბაზარზე პირველი ელექტრომობილი დაახლოებით 10 წლის წინათ გამოჩნდა. ახალშექმნილი მანქანა მაშინ ჯერ კიდევ დაბალი გამავლობის იყო და მაქსიმუმ 150-200 კილომეტრის გავლა შეეძლო. თუმცა ტექნოლოგიებთან ერთად ელექტრომობილების წარმოებაც განვითარდა. მსოფლიოს წამყვანი ავტომწარმოებლები დღეს ბაზარს სრულიად განახლებულ, მძლავრ ელექტრომობილებს სთავაზობენ. სულ უფრო იზრდება მანძილიც, რომელსაც ელექტრომობილი ერთი სრული დამუხტვით გადის.
„თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ სწრაფად მოერგო ტენდენციას და უკვე წლებია, რაც მომხმარებელს ელექტრომობილების ფართო არჩევანს სთავაზობს. შოურუმში 15-მდე ბრენდის მანქანაა წარმოდგენილი, მათ შორის არის Tesla-ს, Honda-სა და Toyota-ს ელექტრომობილები.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა კომპანია ახდენს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილების შემოყვანას. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ NIU-ს ელექტრომოპედების, 2023 წლიდან კი Polaris-ის ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე
· საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...
კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...
საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...
თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით და კომპანია ისთერნფრომოუშენსის ორგანიზებით, 1-3 მაისს, თბილისი რიგით 28-ე ჯაზფესტივალს მასპინძლობს. როგორც ყოველთვის, წლევანდელი ფესტივალის სტუმრებიც მსოფლიოში წამყვანი ვა...
თიბისი კაპიტალმა, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან - Fitch Ratings-თან და Scope Ratings-თან ერთად, კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრაში, სარეიტინგო კომპანიებთან ე...
თიბისი განაწილება მომხმარებლებისთვის ყოველი თვის ორმაგ თარიღში განსაკუთრებულ შეთავაზებებს აანონსებს. პირველად, დამატებითი სარგებლით ჩაფიქრებული სურვილების ასრულებას, 04/04 რიცხვში, ICR- ის და O...
აპრილი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები