0 1 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

აჭარაბეთი საფეხბურთო კლუბ „დინამო“ თბილისის ოფიციალური სპონსორი გახდა

 

კომპანია აჭარაბეთსა და საფეხბურთო კლუბ  „დინამო“ თბილისს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში აჭარაბეთი „დინამო“ თბილისის გენერალური სპონსორი გახდა.

 2023-2025  წლების  სეზონებზე  კომპანია აჭარაბეთი  მნიშვნელოვან მხარდაჭერას გაუწევს კლუბს.

"აჭარაბეთისთვის სპორტი ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, კომპანია წლებია  სპორტის მხარდამჭერია და ძალიან დიდ ინვესტიციებს ახორციელებს ქართული სპორტის განვითარებისთვის.

 ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ  დღეს თამაშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ  ყველაზე ტიტულოვან საფეხბურთო კლუბ  „დინამო“ თბილისთან. თანამშრომლობის პერიოდში არაერთი საინტერესო პროექტი გველოდება წინ და დარწმუნებული ვარ არაერთხელ ვიამაყებთ  ჩვენი მიღწევებით“ - განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

 

“დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ რეგონში ყველაზე ძლიერ და წარმატებულ კომპანიასთან, დღეიდან  აჭარაბეთი „დინამო“ თბილისის ოფიციალური სპონსორი გახდა. ძალიან მნიშვნელოვანია ,როდესაც ესეთი ძლიერი კომპანია ხდება შენი პარტნიორი, რადგან კერძო სექტორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია გავნითარებისთვის.  აჭარაბეთთან ერთად ძალიან ბევრ  საინტერესო პროექტს შევთავაზებთ გულშემატკივარს“- განაცხადა  „დინამო“ თბილისის დირექტორმა ზაზა დოლიძემ.

აღსანიშნავია, რომ „დინამო“ თბილისი ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბია ქართული ფეხბურთის ისტორიაში. „დინამო“ თბილისი არის ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981). საქართველოს 19 გზის ჩემპიონი და 7 გზის ვიცე-ჩემპიონი, საქართველოს თასის 13 გზის მფლობელი და 2 გზის ფინალისტი, საქართველოს სუპერთასის 7 გზის მფლობელი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...