0 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი GITI-ს რიგით მე-12 კონფერენციის მხარდამჭერია

2 წლიანი პაუზის შემდეგ თიბისის მხარდაჭერით, რეგიონში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური კონფერენცია ბრუნდება. საქართველოს კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ღონისძიება - GITI 2008 წლიდან ტარდება და 1-2 დეკემბერს, სასტუმრო შერატონში გაიმართება. წლევანდელი GITI ისეთი საკითხების განხილვას დაეთმობა, როგორებიცაა: ელექტრონული მმართველობა, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, IT ინოვაციები და განათლება, ფინტექი, ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოება, მონაცემთა მართვა და სხვა. 

GITI კონფერენცია უკვე მეთორმეტედ ტარდება და მისი მიმდინარეობისას ასევე ჩატარდება კონკურსი, რომლის მიზანია სხვადასხვა კატეგორიებში წლის საუკეთესო პროექტების გამოვლენა და დაჯილდოვება, რაც ხელს უწყობს საჯარო და კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებას. 

GITI კონფერენცია ICT და IT ინოვაციების სფეროში რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პირველი ღონისძიებაა, რომელსაც ტრადიციულად 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება.  გასულ კონფერენციებში მონაწილეობდნენ მოქმედი და ყოფილი მინისტრები, უსაფრთხოების სააგენტოების ხელმძღვანელები, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნეს ინსტიტუტების უმაღლესი დონის მენეჯერები, ICT დარგის პროფესიონალი ექსპერტები, ბიზნესმენები და სხვა გამორჩეული სტუმრები. 

„თიბისის მიზანია, იყოს რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია. ამიტომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ავითარებენ და ზრდიან ცნობიერებას ციფრული ტრანსფორმაციის, GovTech, FinTech, ინფორმაციისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ. ციფრული და ტექნოლოგიური განვითარება საშუალებას გვაძლევს, საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ მომხმარებელს და ამავდროულად გავაძლიეროთ თიბისის პოზიციები ტექნოლოგიური მიმართულებით,“- ამბობს თიბისის ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი, ბიძინა მაცაბერიძე.

კონფერენციის ორგანიზატორია ICT ბიზნეს საბჭო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ციფრული განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან: Microsoft, Orient Logic, Greennet, Identomat,  UK Aid, UNDP, Giz და სხვა საერთაშორისო კომპანიები.

კონფერენციის დეტალებისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს- GITI2022 (ictbc.ge)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...