2 0 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ლევან გოფოძე - უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია დასასრულისკენ მიდის

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით კოროავირუსის პანდემია დასასრულისკენ მიდის. 

გოფოძემ მკვლევარების ვარაუდს ოპტიმისტური უწოდა და აღნიშნა, რომ ცხელებიანი პაციენტებს რაოდენობა იკლებს. ამასთან, გოფოძე ამ საკითხზე საკუთარი პროგნოზისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ პროგნოზებს ეპიდემიოლოგები აკეთებენ.

„ცხელებიანი პაციენტების რიცხვი იკლებს, რადგან მოგეხსენებათ, სეზონური გრიპის დროც გადის. რაც შეეხება ასეთ პროგნოზებს, ძალიან კარგია. ეს პროგნოზები არამარტო სინგაპურის, არამედ, სხვა
უნივერსიტეტებმაც დადეს და სხვადასხვა რიცხვები დასახელდა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც. მიმაჩნია, რომ ეს ოპტიმისტური განცხადებაა და კარგია თუ 6 ივნისისთვის დავამთავრებთ კორონავირუსთან ბრძოლას. ფაქტია, რომ უკანასკნელ ხანებში ასეთი ზრდა აღარ შეინიშნება, შემცირდა რაოდენობა განსაზღვრული კოვიდინფიცურებული პაციენტებისა და უკვე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც საგრძნობლად მატულობს, რაც ძალიან კარგია. ჩვენ მზად ვართ 26 მაისსაც დავამთავროთ კორონავირუსი ხომ? პროგნოზებს წინ გავუსწროთ და უფრო ადრე მოვრჩეთ, ყველანი უფრო ბედნიერები ვიქნებით. ეს არ არის კითხვა ჩემთან, ჩვენ ვართ ექიმები, რომლებიც ვმკურნალობთ პაციენტებს. ასეთ პროგნოზებს აკეთებენ ეპიდემიოლოგები“, – განაცხადა რესპუბლიკური კლინიკის ხელმძღვანელმა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ფაქტია, რომ ყველა ქვეყანაში დაიწყო ამ მხრივ დაღმასვლა.

„მართალია იქ არ შეწყვეტილა ჯერ ახალი შემთხვევების მატება, ვთქვათ, ზოგ ქვეყანაში ზემოთ მიდის, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი იკლებს ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც ლიდერობდა კოვიდინფექციაში. ასე რომ, უნდა ვიფიქროთ, რომ მაინც ინფექცია მიდის დასასრულისკენ, ხომ უნდა დასრულდეს ოდესმე ეს პანდემია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...