2 0 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

“ლუგარიდან ტესტის პასუხი იყო უარყოფითი, “კატე” გადავიღე მერე” – ინფიცირებული გინეკოლოგი

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ინფიცირებული გინეკოლოგი „მთავარ“ არხთან ინტერვიუში ინფიცირების გამოვლენის შესახებ ყვება.

„მე პარასკევს გადავიღე კატე. როცა ცუდად ვიგრძენი თავი, ჩემი პირველი ტესტის პასუხი იყო უარყოფითი, ლუგარის მონაცემით.

მერე მაინც რომ გამიგრძელდა ტემპერატურული რეაქცია, საღამოობით მაძლევდა სიცხეს.

ხუთშაბათს ვიყავი ძალიან ცუდად, მაშინ დასნებოვნდა ჩემი შვილიც. სამსახურის საქმეს ვაკეთებდი და თავი არ მქონდა, მეხმარებოდა ჩემი შვილი და მაშინ გადაედო.

პარასკევს სამსახურში მოვედი იმ მიზნით, რომ გამეკეთებინა კატე კვლევა, მე რასაც სხვა პაციენტებს ვუკეთებ, ხომ ვიცი რაც უნდა გამეკეთებინა.

ვიფიქრე ფილტვების ანთება არ გამომეპაროს-მეთქი და ამიტომ გავიკეთე კატე კვლევა.

კატე კვლევაზე აღმოჩნდა დაბურული მინის სინდრომი, რომელიც არის კოვიდინფექციის ერთ-ერთი ნიშანი.

მე ვმუშაობ გინეკოლოგიის დეპარტამენტში. ვიცი რომ ჩემს მერე, მთელს განყოფილებაში ჩაუტარდათ ტესტირება, ეს ყურმოკვირთ ვიცი, მაგრამ პასუხები არ ვიცი.

ერთი თანამშრომელი დღეს დააწვინეს, მეუღლესთან ერთად. ის ჩემი განყოფილების თანამშრომელია” 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...