2 0 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ამ დღეს ბევრი იმედგაცრუება და გარშემომყოფებთან სერიოზული კონფლიქტები გელოდებათ. დიდი ხნის მივიწყებული და უნახავი მეგობრები კვლავ გააქტიურდებიან თქვენს ცხოვრებაში. გამოიჩინეთ მოთმინება, მხოლოდ ეს გადაგარჩენთ ოპონენტებთან დაპირისპირების დროს.

 

კურო
ეს დღე სიამაყესთან ასოცირდება. სულიერ სიძლიერეს გამოიჩენთ. მიეცით თქვენზე შეყვარებულ ადამიანებს თქვენზე ზრუნვის უფლება, სიხარულით მიიღეთ დახმარება და დაინახავთ, რომ გარშემო ძალიან ბევრი მეგობარი და მხარდამჭერი გყავთ, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავთ და ნებისმიერი სახის პრობლემას გადაჭრით.

 

ტყუპები
პროფესიული კუთხით უკვე უნდა მიიღოთ შედეგი, კონკრეტული პასუხი, თანხმობა რაღაცაზე. შესაძლოა, ნამდვილად დაიწყოთ რაღაც ახალი. ხომ არ დაფიქრდებით, სად უნდა დააბანდოთ ფული? დაელოდეთ ახალ პროექტებს. თუკი მომგებიანი წინადადება შემოგთავაზეს, არ გაუშვათ შანსი ხელიდან - დაფიქრების დრო არ გაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთელ ამ მოლოდინს წყალში ჩაყრით.

 

კირჩხიბი
თქვენი ქმედებები ამ დღეს გამართლებული ვერ იქნება. ახლობელი ადამიანების მხარდაჭერით ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი გამოხვალთ. ნუ მოგერიდებათ, თამამად ითხოვეთ დახმარება.

 

ლომი
მატერიალური დანაკარგი გელოდებათ. არ გამოირიცხება, რომ ბევრი ძალა და დრო დაკარგოთ იმ საქმეზე, რომლის მიტოვება შუა გზაში მოგიწევთ. შეეცადეთ, ფინანსური ოპერაციები დაასრულოთ და ფული საყიდლებზე არ დახარჯოთ, თუკი შოპინგი წინასწარ დაგეგმილი არ გქონდათ.

 

ქალწული
მთელ თავისუფალ დროს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის კეთილმოწყობას, საყიდლებთან დაკავშირებულ პრობლემებს ან უძრავი ქონების გაცვლას დაუთმობთ. ეს საქმეები უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, დიდი დრო დაუთმოთ საკუთარ სახლს, განსაკუთრებით მის ინტერიერს და არ დაგავიწყდეთ ამ საქმეში ბავშვების ჩართვა.

 

სასწორი
ჯანმრთელობისა და მოგზაურობისთვის ცუდი დღეა. მოსალოდნელია ტრავმები, დიდი პრობლემები უფროს ადამიანებთან ან ხელისუფლების წარმომადგენლებთან. თქვენი ცხოვრებისეული პოტენციალი შემცირდება. საოჯახო საქმეები სიამოვნებას ვერ მოგანიჭებთ, ამიტომ უმჯობესია, ძალდატანებით არაფერი აკეთოთ.

 

მორიელი
ფლირტის სურვილი გაგიჩნდებათ. ემანსიპაციისკენ სწრაფვას გამოავლენთ და პირობებისგან გათავისუფლებას მოინდომებთ. გამოიყენეთ ეს ასპექტი ოჯახური მდგომარეობის გასამყარებლად. ქალ მორიელებში ამ დღეს დაორსულების შანსი დიდია.

 

მშვილდოსანი
კარმული ხასიათის შეხვედრები გელოდებათ, რომლებიც შესაძლო კონფლიქტებისა და გაუგებრობებისგან დაგიცავთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები და გააცნოთ თქვენი გეგმები გავლენიან ადამიანებს.

 

თხის რქა
საინტერესო შემოთავაზება გელოდებათ. შესაძლოა, სამოგზაუროდაც წახვიდეთ. თუკი დასასვენებლად წასვლას გადაწყვეტთ, უმჯობესია, მთელი ოჯახით წახვიდეთ და გაითვალისწინეთ, რომ ეს პერიოდი მიზანშეწონილი არ არის ხანგრძლივი მოგზაურობისთვის.

 

მერწყული
ნებისმიერი ცუდი მოვლენა თქვენ დაგბრალდებათ. გარშემომყოფები შეეცდებიან, საკუთარი პასუხისმგებლობა თქვენ გადაგაბარონ. მოითმინეთ - ეს ცოდვებისთვის გერგოთ. ამ დღეს უნდა გადაიხადოთ ენერგეტიკული ვალები.

 

თევზები
უცაბედ გამდიდრებასთან დაკავშირებული თქვენი გეგმები არ გაამართლებს. კოსმიური გავლენა ფინანსური საკითხების გადაჭრაში ვერ დაგეხმარებათ, განსაკუთრებით უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით. გადადეთ სერიოზული, პროფესიონალური პრობლემების გადაჭრა სამომავლოდ, რადგან არ გამოირიცხება, თაღლითების ხელში აღმოჩნდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...