საზოგადოება
საქართველოში კორონავირუსისგან 67 ადამიანი გამოჯანმრთელდა
2020-04-13 01:13:07
საქართველოში კორონავირუსისგან 67 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4925 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 401 მოქალაქე რჩება.
საქართველოში კორონავირუსი 252 ადამიანს დაუდასტურდა, 3 მათგანი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.
კომენტარები