0 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ლიზინგი და EFSE საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის

 

თიბისი ლიზინგმა The European Fund for Southeast Europe (“EFSE”)-გან  7 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი მოიზიდა. აღნიშნული ტრანზაქცია თიბისი ლიზინგის უკვე რიგით მეორე წარმატებული გარიგებაა ფონდთან საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების(MSMEs) მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის.

აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ უფრო აძლიერებს თიბისი ლიზინგისა და EFSE-ს პარტიორობას და თიბისი ლიზინგს საშუალებას აძლევს სხვადასხვა სალიზინგო პროდუქტების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.

საქართველოში MSME სექტორი წარმოადგენს საკამოდ მზარდ სექტორს, რომელსაც დიდი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია. მცირე და საშუალო ბიზნესი საქართველოს კორპორატიულ ლანდშაფტში დომინირებს და მთლიანი წარმოების ღირებულების 53%-ს და კერძო სექტორში ბრუნვის 35%-ს შეადგენს, რითაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. თიბისი ლიზინგი აქტივების დაფინანსების გამარტივებისა და მომხმარებლებზე მორგებული პროდუქტების ფართო სპექტრის შეთავაზებით უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ დავასრულეთ კიდევ ერთი წარმატებული ტრანზაქცია EFSE-სთან და კიდევ უფრო გავამყარეთ ჩვენი თანამშრომლობა. ეს ტრანზაქცია ასახავს ორივე ინსტიტუტის მზაობას, მხარი დაუჭირონ მცირე და საშუალო საწარმოებს საქართველოში ინოვაციური, მოქნილი და მორგებული ალტერნატიული დაფინანსების პროდუქტების მიწოდების გზით. ეს ჩვენი მეორე თანამშრომლობაა და ჩვენ მოუთმენლად ველით მომავალში კიდევ ბევრ წარმატებულ გარიგებაზე EFSE-სთან მუშაობას.“ - ნუგზარ ლოლაძე, თიბისი ლიზინგის  ფინანსური დირექტორი.

 „EFSE-ს მუდმივი პარტნიორობა თიბისი ლიზინგთან მკაფიოდ ასახავს ჩვენს საერთო მიზნისადმი, საქართველოს ეკონომიკური ზრდის განვითარების ხელშეწყობის  ერთგულებას. MSME სეგმენტზე ფოკუსირებით, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს ეკონომიკისთვის,  ჩვენ არა მხოლოდ მხარს ვუჭერთ სასიცოცხლო მნიშვნელობის სექტორს, არამედ ხელს ვუწყობთ ქვეყნის უფრო ფართო განვითარებას. ეს თანამშრომლობა ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას ინოვაციური და მოქნილი დაფინანსების შეთავაზებისადმი  რომელიც აძლიერებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს, ჩვენი მისიის ქვაკუთხედს." - EFSE-ის რეგიონალური დირექტორმა, ოქსანა ბინზარუ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...