0 3 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„მეორადი საბურავი საფრთხის რისკს ზრდის“ - ეკა ლალიაშვილი, „ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე

ავტომობილის ერთადერთი დეტალი, რომელიც გზის ზედაპირს ეხება, საბურავია. შესაბამისად, უსაფრთხო გადაადგილებაში განსაკუთრებული როლი სწორედ მას ეკისრება. თუმცა ხშირად რეალობას უგულებელვყოფთ და ბიუჯეტს საკუთარი უსაფრთხოების ხარჯზე ვზოგავთ.  

არადა რისკი დიდია და მას ხშირად საბურავების ექსპლუატაციის, შენახვისა და ტრანსპორტირების წესების დარღვევა ქმნის. საკითხთან დაკავშირებით, თუ რა საფრთხეა მეორადი საბურავების გამოყენება, უფრო კონკრეტულად და დეტალურად საუბრობს„ალიანსი საგზაო უსაფრთხოებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.

რამდენად მიზანშეწონილია მეორადი საბურავების გამოყენება და რამდენად უსაფრთხოა ის?

პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ ხარისხიანი საბურავი გვჭირდება ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია დამუხრუჭების პროცესში. უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სამუხრუჭე მანძილი მაქსიმალურად მოკლე იყოს, რასაც უზრუნველყოფს ხარისხიანი საბურავები, რომლებიც აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. მეორადი საბურავების შემთხვევაში, ამ სტანდარტების დაკმაყოფილება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან შესაძლოა, საექსპლუატაციო ვადები დარღვეული იყოს. აქ განსაკუთრებული პრობლემა ისაა, რომ დაზიანება შეუიარაღებელი თვალით არ აღიქმება. ამას გარდა, შეიძლება არასწორ პირობებში ინახებოდეს და გაცვეთილი იყოს მასალა. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, საბურავის ხარისხზე აისახება და რისკის ქვეშ დგება უსაფრთხო გადაადგილება.

რამდენად დიდია რისკი იმისა, რომ დარღვეული იყოს, მაგალითად, ექსპლუატაციის წესები ქვეყანაში მის შემოტანამდე?

მეორადი საბურავების შემთხვევაში, შესაძლოა, ერთი შეხედვით, ექსპლუატაციის ვადა ამოწურული არ იყოს, მაგრამ რეალურად, ზედმეტი ცვეთის შედეგად, მუშაობის ლიმიტი შეზღუდული აღმოჩნდეს. გვგონია, რომ ხარისხიან საბურავს ვყიდულობთ, თუმცა  მისი პრეისტორია რადიკალურად საპირისპიროს ამტკიცებდეს. მაგალითად,  აქ საყურადღებოა - როგორ გამოიყენა წინა მომხმარებელმა აღნიშნული საბურავი. შესაძლოა, ის ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეც იყო ან შეუსაბამო პირობებში ინახებოდა - მაღალ ტემპერატურაზე ან ნესტიან გარემოში, რის შედეგადაც მასალას, რომლისგანაც საბურავი შედგება, ფუნქცია დაკარგული ჰქონდეს. ეს კი  საფრთხის რისკებს ზრდის.

ალბათ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების წესების დაცვაც. ამ მიმართულებით რა საერთაშორისო გაიდლაინი არსებობს და რა საფრთხეს ქმნის მისი დარღვევა?

მეორადი საბურავების ტრანსპორტირებას აქვს მკაცრად განსაზღვრული წესები, რომელთა დარღვევა პირდაპირ აისახება პროდუქტის ხარისხზე. საბურავები არ უნდა მოხვდეს მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედების ქვეშ, მათი ტრანსპორტირება არ უნდა ხდებოდეს ნესტიან პირობებში და დაცული უნდა იყოს ასევე გაგრილების პროცედურები. საბურავების შენახვა დაუშვებელია როგორც მაღალ ტემპერატურაზე, ისე ნესტის პირობებში. მაღალი ტემპერატურა იწვევს რეზინის გამოშრობას და მასალა კარგავს მდგრადობას, რის შედეგადაც შესაძლებელია, მცირე ზეწოლამაც გამოიწვიოს მისი დაზიანება. ასევე ნესტიან გარემოში რეზინი იჟღინთება წყლით, ზედმეტად რბილდება და კარგავს თვისებებს, რაც შეუძლებელს ხდის უსაფრთხო გადაადგილებას. სამწუხაროდ, მეორადი საბურავების შეძენის დროს არ გვაქვს ინფორმაცია, რა საშუალებებით შემოიტანეს ის ქვეყანაში, ამიტომ მძღოლები ყურადღებით უნდა იყვნენ და სიფრთხილე გამოიჩინონ.

მეორად საბურავებში პროტექტორის სისქე იმაზე ნაკლებია ხოლმე, ვიდრე სტანდარტით არის დადგენილი. ეს დარღვევა რამდენად ქმნის უსაფრთხოების პრობლემებს, განსაკუთრებით ზამთარში, როცა გზის საფარზე მოჭიდება ისედაც გართულებულია?

საბურავის ხარისხის ერთ-ერთი ინდიკატორი არის პროტექტორის სიღრმე, რომელიც არ უნდა იყოს 1,6 მმ-ზე ნაკლები, ხოლო ზამთრის პირობებში რეკომენდებულია 3-4 მმ. თუ პროტექტორის სიღრმე უფრო ნაკლებია, ეს საბურავი დამუხრუჭების დროს თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს. ამ ნიშნულის შემოწმება და გათვალისწინება აუცილებელია იმისათვის, რომ ზამთარში გადაადგილების დროს უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. 

რამდენად მნიშვნელოვანია საბურავის ასაკის გათვალისწინება, როდესაც ვსაუბრობთ ხარისხსა და უსაფრთხოებაზე?

ყველა საბურავს აქვს თავისი საექსპლუატაციო ვადა, რაც, საერთაშორისო სტანდარტით, არის 6 წელი. როდესაც საბურავი ვადაგასულია, თავის ფუნქციას ჯეროვნად ვერ ასრულებს და გარემოსაც ზიანს აყენებს, რადგან საბურავისგან წარმოქმნილი ემისია რისკის შემცველია.

რომ შევაჯამოთ, საბურავების სწორად შერჩევის რა ინსტრუქციები არსებობს და რა რჩევებს მისცემთ მძღოლებს, რა გაითვალისწინონ საბურავების შეძენისას?

მეორადი საბურავების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, მძღოლები აქცენტს აკეთებენ ეკონომიაზე და ვერ აცნობიერებენ, რამდენად მაღალი რისკის ქვეშ აყენებენ თავიანთ თუ სხვის უსაფრთხოებას, როცა მეორად საბურავზე აკეთებენ არჩევანს. დღეს ჩვენ შეიძლება, ვფიქრობთ, რომ მეორადი საბურავები უფრო ხელმისაწვდომია, მაგრამ კიდევ ერთხელ გვინდა, შევახსენოთ მძღოლებს, რომ მეორე მხარეს საპირწონედ დევს უსაფრთხოება. სწორედ ამიტომ ახალ საბურავებში ინვესტირება მნიშვნელოვანია და რიგ შემთხვევებში, თუ სეზონურ საბურავებს შეიძენენ და მას წესების შესაბამისად მოუვლიან, უფრო ეკონომიურიც კი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:54

    თიბისის ბიზნესკლიენტებს SelectUSA სამიტში მონაწილე...

    თიბისი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატასთან ერთად, უკვე მეორე წელია ბიზნესკლიენტებს შესაძლებლობას აძლევს ამერიკაში საინვესტიციო სამიტ...

  • 10:08

    თიბისი, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე, ...

    2025 წელს საქართველო პირველად წარადგენს მოსწავლეთა ეროვნულ ნაკრებს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI). საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ GAIA, IOAI-ისგან ეროვნული ნაკრების შერჩ...

  • 16:02

    თიბისი ტექსკოლის მე-5 სეზონზე მთელი საქართველოდან ...

    გაზაფხულის სემესტრზე, თიბისი ტექსკოლაში, უფროსკლასელები, როგორც საქართველოს 12 რეგიონიდან, ასევე, წელს პირველად საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტი მოსწავლეებიც დარეგისტრირდნენ. კონკურსის საფუძველზე 155...

  • 14:21

    Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს, EBRD-ის ტენ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ Tegeta Commercial Vehicles-მა სომხეთს 30 ერთეული სპეციალიზებული სატვირთო ავტომობილი გადასცა. Renault Trucks-ის პრემიუმ ხარისხის 28 ერთეული ნაგავშემ...

  • 12:58

    პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს...

    ნატო ვაჩნაძის ფონდი და თიბისი წარმოგიდგენთ პრემია „ელისოს“, რომელიც წელს, 14 ივნისს, უკვე მეორედ გაიმართება. ნამუშევრების მიღება 25 მარტიდან დაიწყო და ეს პროცესი 15 აპრილამდე გაგრძელდება...

  • 10:14

    „ლუმიერსი“ - ქართული საკონდიტრო, რომელიც თიბისი ბი...

    ალბათ, მომხმარებლების უმეტეს ნაწილს ნაყინისა და დარიჩინის ტკბილი სურნელის სინთეზზე „ლუმიერსი“ ახსენდება. უფრო კონკრეტულად კი, ამ საკონდიტროს ერთადერთი პროდუქტი — “ტრდელნიკი&rd...

  • 12:23

    თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პრ...

    თიბისი კონცეპტის და Coaching Lab-ის პარტნიორობის ფარგლებში, 27-29 მარტს გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე დასასწრებად - „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“. „გუნდური ქოუჩინგი – ფუნდამენტ...