0 1 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ხვალიდან თიბისი ახალი თაობისთვის და სტარტაპერი ფაბრიკაში საშობაო ბაზრობაზე გელით

24-25 დეკემბერს თიბისი ახალი თაობისთვის და თიბისი სტარტაპერი ფაბრიკაში, ტრადიციულ საშობაო ბაზრობაზე გიწვევთ.

შაბათ-კვირას 13:00-დან 21:00 საათამდე ფაბრიკის ეზოს დაიკავებს 44 ძალიან საინტერესო ბრენდი, მცირე ბიზნესი თუ სტარტაპი.

საშობაო ბაზრობა მაქსიმალურად მრავალფეროვანი იქნება, მასში მონაწილეობისათვის ერთმანეთისგან განსხვავებული და მრავალფეროვანი ბრენდები შეირჩა სხვადასხვა ბიზნეს სექტორებიდან. ბაზრობაზე შეხვდებით როგორც საახალწლო ხელნაკეთ აქსესუარებს, სამკაულებს, ქართული წარმოების საპნებსა თუ ვინტაჟურ ტანისამოსს, ასევე, საახალწლო ნუგბარს, საოკუპაციო ხაზთან მოყვანილ ჩირეულს, მანდარინის ელექსირს, ნული ნარჩენების  პირველ  სივრცეს საქართველოში, სოციალური პროექტის "სისხლის უანგარო დონორების" ბრენდირებულ აქსესუარებს და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო სტარტაპსა თუ სოციალურ პროექტს. აქ დაგხვდებათ თიბისის დახლი, სადაც სტუმრებს შეეძლებათ უფასოდ შეფუთონ საახალწლოდ შეძენილი საჩუქრები.

ფაბრიკის საშობაო ბაზრობის მხარდაჭერით, თიბისი სტარტაპერი მხარს უჭერს მნიშვნელოვან წამოწყებებს და დამწყებ მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას ფაბრიკაში მოსულ ფართო აუდიტორიას გაუზიაროს თავისი პროდუქტი.

საშობაო ბაზრობის პარალელურად 24 და 25 დეკემბერს, 14:00, 16:00 და 18:00 საათებში,    კომპანია „მოდი ვითამაშოთ“, ფაბრიკის საგამოფენო სივრცეს  ბავშვებისთვის გასართობ და საახალწლო სივრცედ გადააქცევს, პროგრამაში მოსახვედრად საჭიროა წინასწარი რეგისტაცია შემდეგ ბმულზე, რათა მოხვდეთ თქვენთვის სასურველ აქტივობაზე:

●       საახალწლო ვორქშოპები

●       Dress Up Party

●        მხიარული, გუნდური აქტივობები

●        ფოტოსესია

 

24 და 25 დეკემბერს, 15:00 და 18:00 საათზე ფაბრიკას ეზოში მოსიარულე მუსიკალური მარში გაიმართება საახალწლო რეპერტუარით. ასევე, 24 დეკემბერს, Camora ვალდორფის სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების კონცერტს უმასპინძლებს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...