„თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
|
საქართველოს ბანკი ხელოვნებისა და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, თბილისში არტ გალერეა „ნობლესი“, რუსუდან ფეტვიაშვილის პერსონალური გამოფენით გაიხსნა.
გალერეის გახნის ფარგლებში, „ნობლესმა“ რუსუდან ფეტვიაშვილის პრემიუმ ხარისხის სამენოვანი (ქართულ-ინგლისური; ქართულ-ფრანგული) კატალოგი გამოსცა.
„გალერეა „ნობლესი“ რუსუდან ფეტვიაშვილის გამოფენით გაიხსნა, რომელიც 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. შემდეგ სხვა ქართველი და უცხოელი თანამედროვე არტისტების ნამუშევრები გამოიფინება. გალერეის ერთერთი მთავარი მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. უკვე არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი საფრანგეთის რესპუბლიკასთან და სწორედ ამიტომ ჩვენი გალერეა გახდა საქართველოში საფრანგეთის სავაჭრო და ინდუსტრიული პალატის წევრი. სამომავლოდ ვაპირებთ, როგორც ფრანგი მხატვრების მოწვევას საქართველოში, ასევე, ქართველი არტისტების წაყვანას საფრანგეთში, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს. ვფიქრობთ, ამით ჩვენი გალერეა თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს საფრანგეთსა და საქართველოს შორის კულტურული დიპლომატიის განვითარებაში“, - განაცხადა არტ გალერეა „ნობლესის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ნინო ლაბაძემ.
„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ხელოვნების და კულტურის სფეროს, მსგავსი პროექტების განხორციელებაში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ქალაქს კიდევ ერთი არტ გალერეა შეემატა, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებით გაიხსნა. აღნიშნული გამოფენის სახელწოდებაა „ორ სამყაროს შორის“ და მის ფარგლებში ასევე წარმოდგენილია დიმა ფეტვიაშვილის ხის ნამუშევრები, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილთან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა. გალერეა სამომავლოდაც ახალი არტისტების აღმოჩენას გვპირდება. კულტურის მოყვარულებს, „ნობლესი“ მისცემს შესაძლებლობას, ქართველი და უცხოელი არტისტების საინტერესო ნამუშევრები იხილონ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
გალერეა „ნობლესი“ ახალი ტიპის არტისტული ინსტიტუციაა, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების ორიგინალურ რეპრეზენტაციაზე. „ნობლესი“ ორიენტირებულია წარმოაჩინოს, არა მხოლოდ მიმდინარე მხატვრული პროცესები, არამედ ძველი თაობის მხატვართა შემოქმედება და მიზნად ისახავს მათ ახალ ისტორიულ კონტექსტში წარდგენას. გალერეა არ იქნება მხოლოდ გამოფენა-გაყიდვების ორგანიზებით დაკავებული და მისი ერთერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, როგორც საქართველოში, ასევე - საზღვრებს გარეთ და ამ მიმართულებით, არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს. „ნობლესი“ აქტიურად დაუჭერს მხარს ქალ არტისტებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ნიჭიერ მხატვრებს.
„თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ. თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...
· საქართველოში Geely Auto-ს ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორი „ჯილი საქართველოა“ აღმოსავლეთი ევროპა, ახლო აღმოსავლეთი, აფრიკა...
ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...
ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...
თებერვალი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები