0 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ვოლვო ქარ საქართველომ“ „თბილისი ჰილს გოლფის“ პარტნიორობის ჯილდო მოიპოვა

გოლფის სეზონის დახურვა კლუბის წევრებმა „შატო მუხრანში“ აღნიშნეს. ღონისძიებაზე, რომლის მხარდამჭერი „ვოლვო ქარ საქართველო“ იყო, სპორტის ამ სახეობის წლის მიღწევები შეაჯამეს და სხვადასხვა ნომინაციაში ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოავლინეს. „თბილისი ჰილს გოლფმა“ „ვოლვო ქარ საქართველოს“ 2022 წლის პარტნიორის ჯილდო გადასცა.

 

გაგა კოხრეიძე, „ვოლვო ქარ კავკასიის“დირექტორი: „ვოლვო ქარ საქართველოსთვის“ ეს ჯილდო ძალიან დიდი პატივია. Volvo Car გოლფის გლობალური მხარდამჭერია და,შესაბამისად, „ვოლვო ქარ საქართველოც“აქტიურად მონაწილეობს ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის განვითარებაში. გოლფით დაინტერესებულთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, რაც ორმხრივი პარტნიორობის შედეგია. ჩვენი მომხმარებლები სარგებლობენ შეთავაზებებით „თბილისი ჰილს გოლფში“, ხოლო გოლფის კლუბის წევრები ჩვენთან, „ვოლვო ქარ საქართველოში“, სპეციალურ პირობებს იღებენ“.

 

„ვოლვო ქარ საქართველოს“ მხარდაჭერით, 2022 წლის სეზონის განმავლობაში გოლფის არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ღონისძიება გაიმართა. 

 

პოლ პოჰი, „თბილისი ჰილს გოლფის“ დირექტორი:„თბილისი ჰილსიც“ და „ვოლვოც“ ერთსა და იმავე აუდიტორიაზე არიან ორიენტირებულნი და ორივეს მიზანი უმაღლესი ხარისხია. შესაბამისად, ეს პარტნიორობა ორივე მხარის მარკეტინგული საქმიანობისთვის მოგებიანიადა მე მადლობელი ვარ „ვოლვოსი“ იმსაჩუქრებისთვის, რომლებსაც ის გოლფის ტურნირებისთვის აწესებს. ჩვენ საერთო ხედვა გვაერთიანებს, რაც, მაღალი ხარისხის სტანდარტების გარდა, ეკომეგობრული გარემოს შექმნაშიც გამოიხატება. „ვოლვო“აქტიურად მიისწრაფვის ელექტრიფიცირებისკენ. ჩვენ კი ახლახან დავამთავრეთ მზის ენერგიის პარკის გაშენება „თბილისი ჰილსზე“ და მოვაწყვეთ ელექტრომობილების დამტენი სადგურები“. 

 

მთელი წლის განმავლობაში „თბილისი ჰილსის“ტერიტორიაზე გოლფის კლუბის წევრებსა და ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, ვოლვოს უახლესი მოდელები ადგილზე დაეთვალიერებინათ და სურვილის შემთხვევაში, ტესტდრაივით ესარგებლათ. 

 

--

„თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „ვოლვო ქარ საქართველო“ 2019 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური დილერია. კომპანია მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ საქართველო“ 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...