1 6 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია „სტეპმა“ თიბისის მხარდაჭერით საოჯახო სასტუმრო „გენერალი“ შეისყიდა

საოჯახო სასტუმრო „გენერალი“, რომელიც კომპანია „სტეპმა“ ბათუმში 2022 წელს, თიბისის მხარდაჭერით შეისყიდა, ის ადგილია, სადაც  ზღვაზე ჩამოსული ოჯახები სიამოვნებით ისვენებენ. საგანგებოდ მოწყობილი, ტექნიკურად აღჭურვილი ლუქს-ნომრები ოჯახების სრულ კომფორტსა და კმაყოფილებაზეა გათვლილი.

სწორედ მშობლებისა და ბავშვების სურვილებისა და საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება იყო მისი დამფუძნებლებლის, ირაკლი ხახვას მიზანი, როცა მან ახლადშეძენილ სასტუმროში რეორგანიზება დაიწყო. დასახული გეგმის განხორციელებას  საგანგებოდ შერჩეულმა, გამოცდილმა გუნდმა თავი კარგად გაართვა და სულ რამდენიმე თვეში სასტუმროს უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი შესძინა.

„თიბისისთან ურთიერთობა ჩვენმა გუნდმა 2018 წელს დაიწყო. მაშინ ჩვენი პროექტი სხვა სასტუმროს ეხებოდა. ეს თანამშრომლობა იმდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტეთ, ახალი სასტუმროს შესაძენადაც თიბისისთვის მიგვემართა. თიბისისვე უკავშირდება ჩვენი სამომავლო გეგმებიც,“ - ამბობს კომპანია „სტეპის“ დამფუძნებელი და სასტუმრო „გენერლის“ დირექტორი, აკაკი ხახვა.

საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებზე გათვლილი, 4 ვარსკვლავიანი,  18 ნომრიანი სასტუმრო „გენერალი“ სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს.

ბათუმის ისტორიულ უბანში, ზღვის პირველ ზოლში მდებარე ეს კომფორტული სასტუმრო განსაკუთრებით კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალით და ხელმისაწვდომი ფასებითაც გამოირჩევა, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული სტუმრებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვისაც.

სასტუმრო „გენერლის“ ნომრებზე მოთხოვნა ისეთი სისწრაფით იზრდება, რომ დამფუძნებლები ახლო მომავალში სასტუმროს გაფართოებას და დამატებითი სივრცეების შექმნის გეგმაზე უკვე მუშაობენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...