0 1 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ახალი თაობისთვის

ახალი თაობის მხარდაჭერა თიბისისთვის 30 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო. ახალი თაობის მუსიკოსები, შემოქმედები, სპორტსმენები, გამომგონებლები, სტარტაპერები, ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებდნენ ბრენდის და კომპანიის განვითარებაში და ჩამოყალიბებაში. აღსანიშნავი და საამაყოა, რომ თიბისი რეგიონის მასშტაბით, ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია.

მეოთხე ათწლეულის დასაწყისში, თიბისიმ გადაწყვიტა ახალი თაობის ხელშეწყობის მიმართულებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს და განსაკუთრებული შესაძლებლობები შეუქმნას იმ თაობის წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთ სფეროში წარმატების საწყის ეტაპზე არიან. ბიზნესი, კულტურა, განათლება, ლიტერატურა, ხელოვნება, მეცნიერება, სპორტი, ახალი თაობის პროფესიები - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მიმართულებების, რომელთა ხელშეწყობა თიბისისთვის, როგორც რეგიონში წამყვანი კომპანიისთვის, პრიორიტეტულია.

ახალი თაობის მხარდაჭერის გზავნილის პირველი ეტაპი მუსიკალური ვიდეო Take Over არის, რომელზეც კრეატიულმა დირექტორმა ნიკუშა ანთაძემ და წარმოების კომპანია „ენკენი ფილმსა“ იმუშავეს, ხოლო პოპულარულმა ქართულმა ბენდმა „Bedford Falls”-მა, სპეციალურად ამ კაპანიისთვის, კომპოზიცია Take Over დაწერა.

https://youtu.be/YOzsLDhr4L0

„თიბისისთვის, ახალი თაობის მხარდაჭერა და განვითარებაზე ზრუნვა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ იმაში, რომ ამ თაობისთვის და ამ თაობასთან ერთად ბევრი საინტერესო პროექტი შევქმნათ. ახალ თაობას შეუძლია განსაკუთრებული როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნის და მსოფლიოს მომავლის შექმნაში“ - ნიკა ქურდიანი, გენერალური დირექტორის მოადგილე, თიბისი.

აქ.ახლა თიბისი აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას დასაქმების, განათლების და ახალი პროექტების განვითარების კუთხით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...