1 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „აგროჰაბმა“ სასათბურე მეურნეობა მოაწყო

საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკთან პარტნიორობით ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“ საქმიანობას აფართოვებს. კონკრეტულად, თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიამ შეიძინა და განახორციელა სათბურის რეკონსტრუქცია.

პროექტის ჯამური ღირებულება 2,2 მლნ. ლარს უტოლდება ხოლო ბანკის მიერ გაცემული ინვესტიცია 0,9 მლნ. ლარს შეადგენს.

8,000 კვ.მ-ზე გაშენებული სათბური 137 ტონა პომიდვრისა და 110 ტონა კიტრის მოსავალს უზრუნველყოფს, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ ბაზარზე განხორციელდება.

"აგროჰაბის" ძირითადი კონცეფციაა 100% ნატურალური ქართული ნედლეულისგან დამზადებული პროდუქტები, რომელთა ხარისხიც წარმოების ყველა ეტაპზე, დახლზე მოხვედრამდე მრავალ საფეხურიან შემოწმებას გადის. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო განვავითაროთ საქმიანობა და მომხმარებელს ნატურალური, ჯანსაღი პროდუქცია შევთავაზოთ“, - აცხადებს „აგროჰაბის“ გენერალური დირექტორი, ლაშა გოცირიძე.

„აგროჰაბს“ უკვე კარგად იცნობს მომხმარებელი მისი მაღალხარისხიანი და ნატურალური პროდუქტებით. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კომპანიის მეტად განვითარებაში. ახალი სასათბურე მეურნეობა ხელს შეუწყობს კომპანიას უწყვეტ რეჟიმში შესთავაზოს მომხმარებელს ადგილობრივი, ნატურალური და მაღალი ხარისხის პროდუქცია. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს სამომავლო საქმიანობაში“,- აცხადებს საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, სანდრო ძაგნიძე.

ინფორმაციისთვის, „აგროჰაბი“ საქართველოში ნატურალური პროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტია. კომპანია თავად არის სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებელი - დანერგილი აქვს სერთიფიცირებული რძის გადამამუშავებელი ქარხანა, საქონლის, ღორისა და ფრინველის ფერმები, ხორც-პროდუქტების, პურფუნთუშეულის, საკონდიტრო, ნახევარფაბრიკატების და საკონსერვო საამქროები და ღვინის მარანი. თითოეული პროდუქტის ხარისხი სხვდასხვა სახის ლაბორატორიაში მოწმდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...