0 2 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თბილისში DevOps და IT უსაფრთხოების საკითხებზე რეგიონული კონფერენცია გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით, 21 ივლისს, HT Solutions მე-3 DevSecOps Inspire კონფერენციას მართავს, რომელიც მიზნად ისახავს, გააერთიანოს წამყვანი კომპანიების აღმასრულებელი მენეჯერები საქართველოდან, მოლდოვადან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ტექნიკური ექსპერტები DevOps და IT უსაფრთხოების სფეროდან.

DevSecOps Inspire კონფერენცია ერთდღიანი ღონისძიებაა 200-ზე მეტი ადამიანისთვის Google-ის, თიბისის, Dynatrace-ის, Aqua Security-ის, Hashicorp-ის, Business Technology University-ის, Nozomi Networks-ისა და სხვა წამყვანი კომპანიების საუკეთესო სპიკერებთან ერთად. ღონისძიების დასრულებისას მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ და დაამყარონ კავშირები კოლეგებთან.  

HT Solutions გიმასპინძლებთ Axis Tower-ში, იდეალურ ადგილას ციფრულ ტრანსფორმაციაზე, ღრუბელზე და უსაფრთხოებაზე სასაუბროდ.

DevSecOps არის ტენდენციური პრაქტიკა აპლიკაციების უსაფრთხოებაში (AppSec), რომელიც მოიცავს უსაფრთხოების დროულად დანერგვას პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სასიცოცხლო ციკლში (SDLC). ის, ასევე, აღრმავებს თანამშრომლობას განვითარებისა და ოპერაციების გუნდებს შორის, რათა უსაფრთხოების გუნდები პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების ციკლში ინტეგრირდეს.

DevSecOps მოითხოვს კულტურის, პროცესისა და ხელსაწყოების ცვლილებას ამ ძირითად ფუნქციურ გუნდებში და უსაფრთხოებას საერთო პასუხისმგებლობად აქცევს. ყველას, ვინც ჩართულია SDLC-ში, თავისი როლი აქვს DevOps-ის უწყვეტი ინტეგრაციისა და უწყვეტი მიწოდების (CI/CD) სამუშაო პროცესში უსაფრთხოების ფორმირებაში.

DevOps-ში მყარი და ტრანსფორმაციული ბექგრაუნდით HT Solutions DevSecOps პრაქტიკებსა და ინსტრუმენტებს ავითარებს ქართული ბაზრისთვის. ის ეხმარება ქართულ კომპანიებს, დანერგონ შესაბამისი უსაფრთხოების გადაწყვეტილებები, რომლებიც აკმაყოფილებს მათ საჭიროებებს.

HT Solutions მაღალი დონის პროფესიონალთა გუნდია, რომელიც გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის კიბერუსაფრთხოების სერვისებს და გადაწყვეტილებებს, ციფრულ ტრანსფორმაციას - DevOps და Agile კონსულტაციასა და სერვისებს, მონაცემთა ანალიტიკას, სისტემის ინტეგრაციას, IT აუდიტს, IT ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას, პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებასა და IT აღჭურვილობას.

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მხარს უჭერს რიგით მე-3 DevSecOps Inspire კონფერენციას, რადგან თიბისისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში ტექ-კომუნის გაძლიერება და ამ მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...