2 2 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi სპეციალური გამოშვებით ბრუნდება

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DataFest Tbilisi რიგით მე-8, სპეციალური ციფრული გამოშვებით ბრუნდება. ღონისძიების მთავარი თემა 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიებისა და მონაცემების როლი იქნება.

DataFest Online 2022 სამი დღის განმავლობაში, 5-7 მაისს გაიმართება. ფესტივალის პირველი ორი დღე ინსპირაციულ გამოსვლებს, დისკუსიებსა და სიღრმისეულ ვორქშოფებს დაეთმობა. მესამე დღე კი, დატატონებს (მონაცემებზე დაფუძნებულ ჰაკათონებს) მიეძღვნება, სადაც მონაწილეები სხვადასხვა გამოწვევაზე შეძლებენ მუშაობას.

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა. რეგისტრაციისათვის გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://forms.gle/oydC532HkxyweAzB9

„საქართველოს ბანკისა და DataFest Tbilisi-ის პარტნიორობის ფარგლებში არაერთი მასშტაბური და საინტერესო ღონისძიება ჩატარდა, სადაც სპიკერებს და დამსწრეებს უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დავუჭიროთ მხარი მსგავსი ტიპის ღონისძიებას.  კიბერუსაფრთხოება, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები, მონაცემების ანალიზი, ვიზუალური ამომცნობი სისტემები – ეს ის საკითხებია, რომელიც დღევანდელ რეალობაში განსაკუთრებით რელევანტური და საინტერესოა. ღონისძიებაც სწორედ ამ თემებს დაეთმობა; დარწმუნებული ვართ, დამსწრეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო და ღირებული იქნება DataFest Tbilisi-ის სპეციალური გამოშვების ფარგლებში გაზიარებული ინფორმაცია და მიღებული გამოცდილება. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მონაცემთა მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

ფესტივალის ორგანიზატორია ფორსეტი.

ინფორმაციისთვის, DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალია. 2017 წლიდან დღემდე, ფესტივალმა უმასპინძლა 4000-ზე მეტ მონაწილეს 80 სხვადასხვა ქვეყნიდან, 220 პრაქტიკულ ვორქშოფს, 70 ინსპირაციულ გამოსვლასა და 180 სპიკერს ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა Google, Meta, Amazon.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...