0 9 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ახალი თაობისთვის - 380 სტიპენდიატი მთელი საქართველოდან

 

სამი ათწლეულია, თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ წლების განმავლობაში, კომპანიის ხელშეწყობით, ასობით ნიჭიერმა ახალგაზრდამ დაიწყო თავისი გზა წარმატებისკენ, დღეს კი ისინი ისეთ სფეროებში არიან წამყვანი სპეციალისტები, როგორებიცაა: პროგრამირება, მეცნირება, ხელოვნება, სპორტი.

„თიბისი დიდი სიამაყით აგრძელებს ამ პროექტს, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. მოხარული ვარ, რომ ყოველწლიურად გვემატებიან ისეთი მოზარდები, რომლებსაც თავიანთი ნიჭითა და ცოდნით პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლიათ, ჩვენ კი ხელს ვუწყობთ მათ ამ შესაძლებლობების შექმნაში“,  - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

2019 წლიდან, თიბისის სტიპენდიატების პროგრამაში  380 მოზარდია ჩართული, რომელთა შერჩევა 14 სხვადასხვა საერთაშორისო და საგანმანათლებლო ორგანიზაციის ჩართულობით ხდება, მთელი საქართველოს მასშტაბით. თიბისის სტიპენდიატები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და სხვადასხვა მისწრაფება აქვთ, თუმცა მათ მიზანდასახულობა და განსაკუთრებული ნიჭი აერთიანებთ.

„ძალიან მიყვარს ალგორითმებზე მუშაობის პროცესი, როდესაც ამოუხსნელ კითხვებს პასუხს სცემ, გამომგონებლობა პატარაობიდანვე მიტაცებდა. მიხარია, რომ თიბისის სტიპენდიატების პროგრამისთვის შემარჩიეს“, - ამბობს 16 წლის საბა ხაბურზანია, სენაკიდან.  

„ჩემი მიზანი ამერიკაში სამშენებლო ინჟინერიის სწავლაა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. თიბისის სტიპენდია ჩემი მიზნების ასრულებაში მეხმარება“, - ამბობს 17 წლის ეკატერინე ჩაჩაური, თელავიდან.

წელს, პროგრამაში უკრაინელი ახალგაზრდებიც ჩაერთვებიან, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო, ამჟამად, საქართველოში იმყოფებიან.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ახალი თაობის გაძლიერებას და განვითარებას შეუწყობს ხელს. ზუსტად ასეთ ინიციატივებს მიუძღვნის კომპანია შემდეგ ათწლეულს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...