0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ლაგოდეხში 43 ჰა-ზე თხილის ბაღები გაშენდა

საქართველოს ბანკი აგრომეურნეობის მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით ქალაქ ლაგოდეხში, 43 ჰა. ფართობზე თხილის ბაღები გაშენდა. კოოპერატივი „კავკასიონისთვის“ გამოყოფილმა ინვესტიციამ  100 000 ლარი შეადგინა.

 

კოოპერატივისა და საქართველოს ბანკის 11 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

 

„თავდაპირველად, ჩვენი საქმიანობა მარცვლეული კულტურების მოყვანას მოიცავდა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 100 ჰა. ფართობზე მოვიყვანეთ ხორბალი, სიმინდი, ქერი და შვრია. რამდენიმე წლის შემდეგ, გადავწყვიტეთ გაგვეფართოვებინა საქმიანობა და ბანკის ჩართულობით დამატებით 43 ჰა.-ზე ე.წ. „ანაკლიური“ და „გავაზური“ჯიშის თხილი დავრგეთ“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი, დავითი ლომიძე. „კოოპერატივი ყოველწლიურად 600-700 ტონა მარცვლეულისა და 1300 კგ. თხილის რეალიზაციას ახორციელებს(თხილის მოსავალი მზარდია, რადან ნარგავები ჯერ არ არის სრულმოსავლიანი). სამომავლოდ, განახლებული ინფრასტუქტურით, საქმიანობის კიდევ მეტად გაფართოებას ვგეგმავთ“, - დასძენს კომპანიის დამფუძნებელი.

 

„საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს აგროსექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერას. მოხარული ვართ, რომ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი ადგილობრივი პროექტის განვითარებაში. სასიამოვნოა, როცა ვხედავთ თუ როგორ ძლიერდებიან ბიზნესები და მუდმივად ფიქრობენ განვითარებაზე. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კოოპერატივს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...