0 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თეთრ ფერმაში “ 1,9 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა

საქართველოს ბანკი აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, სიღნაღის რაიონ სოფ. ქვემო ბოდბეში მდებარე „თეთრი ფერმა“ აქტიურად აგრძელებს წარმოების განვითარებას.

„თეთრი ფერმა“ 2016 წელს, ჰოლანდიური სოფლის მეურნეობის წარმატებული პრაქტიკის საფუძველზე შეიქმნა. საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი 1,9 მლნ. ლარის მოცულობის ინვესტიციით, ფერმამ ჰოლანდიური ჰოლშტეინის ჯიშის საქონელი შეიძინა და 80 ჰა. ჰექტარ მიწის ნაკვეთზე პივოტური სარწყავი სისტემა დაამონტაჟა. დღეს ფერმა ყოველდღიურად 10 ტონა რძის რეალიზაციას ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მსხვილ მაღაზიათა ქსელში ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 15 მლნ. ლარს უტოლდება. თანადაფინანსება ჰოლანდიიდან ხორციელდება.

„თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ „თეთრი ფერმა“ თავიდან ბოლომდე ეყრდნობა ჰოლანდიურ გამოცდილებას. ჰოლანდიური კომპანიის ჩართულობით და მათ მიერ გაზიარებული პრაქტიკული რჩევების საფუძველზე,  ჩვენ დავაგეგმარეთ პროექტი, რომელიც აერთიანებს უახლეს ტექნიკა-დანადგარებსა და მეთოდოლოგიას. ეს კი, რძის ნაწარმის უმაღლეს ხარისხზე აისახება. თავდაპირველად, საქმიანობა 200 ჰოლშტეინით დავიწყეთ. დროსთან ერთად, პარტნიორების მხარდაჭერით ეს რიცხვი გავაორმაგეთ და წარმოებაც გავზარდეთ. სამომავლოდ, დიდი სურვილი გვაქვს, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ბიზნესი“, - აცხადებს დიმიტრი ბანკანაშვილი, კომპანიის დირექტორი.

„საქართველოს ბანკი აგრომიმართულებით არაერთ საინტერესო პროდუქტს ქმნის, რათა მომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებული შესაძლებლობები შევთავაზოთ. მოხარული ვართ, რომ შეღავათიანი აგრო-კრედიტის ფარგლებში, მოგვეცა შესაძლებლობა, წვლილი შეგვეტანა კიდევ ერთი ადგილობრივი ფერმის განვითარებაში. „თეთრი ფერმა“ უკვე რამდენიმე წელია, წარმატებით ახორციელებს უმაღლესი ხარისხის რძის ნაწარმის წარმოებასა და რეალიზაციას. მიგვაჩნია, რომ „თეთრი ფერმა“ ერთ-ერთია იმ ინიციატივებიდან, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მასშტაბით ახალი სამუშაო  ადგილების შექმნაში და ამავდროულად, რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში“ - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...