1 9 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკისა და „ტრანსმშენის“ პარტნიორობით წყალტუბოში სოციალური პროექტის მშენებლობა წარმატებით განხორციელდა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკისა და კომპანია „ტრანსმშენის“ პარტნიორობით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში, სოციალური პროექტის მშენებლობა წარმატებით განხორციელდა.

 

პროექტის ფარგლებში 30,000 მ2 ფართობზე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდა. კომპლექსი 420 ბინას, ბავშვთა გასართობ მოედანს, 105 ავტომობილზე გათვლილ ავტოსადგომსა და გამწვანებას აერთიანებს. პროექტის ჯამური ღირებულება  27,355,000 ლარს შეადგენს.

 

„ტრანსმშენი“ საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სამშენებლო ორგანიზაციაა. ამჟამად კომპანია 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. 1929 წლიდან მოყოლებული, „ტრანსმშენს“ 1,200,000 მ2 ფართობზე არაერთი უნიკალური სტრატეგიული ობიექტის მშენებლობა აქვს განხორციელებული, მათ შორის: საბაჟო გამშვები პუნქტები სარფში და წითელ ხიდზე, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი და სხვა მრავალი საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი.

 

„საქართველოს ბანკისა და „ტრანსმშენის“ თანამშრომლობა უკვე 15 წელია გრძელდება. პარტნიორობის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული პროექტის - იძულებით გადაადგილებული პირებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა განხორციელდა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავს სოციალურ პროექტებში უშუალო ჩართულობა, ვინაიდან ბიზნესის მხარდაჭერასთან ერთად, ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე პროექტების მხარდაჭერაა -  პროექტების, რომლებიც სოციალური მისიით გამოირჩევიან და მიზნად უფრო ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებას ისახავენ“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.

 

„კომპანია „ტრანსმშენი“ უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული მსგავსი სოციალური დანიშნულების პროექტების განხორციელებაში. გარდა აღნიშნული პროექტისა, ბოლო 3 წლის მანძილზე კომპანიამ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე წარმატებით განახორციელა 680 ბინის დასრულებული რემონტით მშენებლობა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ერთგული პარტნიორის, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კვლავ წარმატებით ვაგრძელებთ პროექტების განხორციელებას“,- განაცხადა კომპანია "ტრანსმშენის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ტაბატაძემ.

 

ინფორმაციისთვის, „ტრანსმშენი“ მრავალფეროვან სერვისს შემდეგი მიმართულებებით უზრუნველყოფს:

·         საინჟინრო სამუშაოების წარმოება;

·         საცხოვრებელი, სამოქალაქო და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობ-ნაგებობების დაპროექტება და მშენებლობა;

·         სატრანსპორტო ობიექტების დაპროექტება და მშენებლობა;

·         ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა;

·         სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა;

·         სამრეწველო და საწარმოო დანიშნულების შენობა-ნაგებობების მშენებლობა;

·         საინჟინრო სისტემების მშენებლობა;

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...