0 2 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს რკინიგზამ 500 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ევროობლიგაციები განათავსა


საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 7 წლიანი ვადით, წლიურ 4.00%-ში, 500 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ევროობლიგაციები განათავსა.
აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების თანაწამყვანი აგენტები - JP Morgan, Citi, Renaissance Capital და თიბისი კაპიტალი არიან, თანამენეჯერი კი - Galt & Taggart-ია. გარიგებაში იურიდიულ მრჩევლებს ინგლისური და ამერიკული სამართლის კუთხით - Dechert და Linklaters, ქართული სამართლის კუთხით კი MG Law და BLC Law წარმოადგენენ.
შეთავაზებულ ობლიგაციებზე ქართული ფასიანი ქაღალდისათვის უპრეცედენტო მოთხოვნა დაფიქსირდა და ჯამურმა მოთხოვნამ 4 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რამაც ბანკებს და ემიტენტს საშუალება მისცა ობლიგაციების კუპონი საწყისი 4.875%-5.000%-იანი დიაპაზონიდან, 4.00%-მდე შეემცირებინათ.
ობლიგაციების ემისიას ისეთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა დაუჭირეს მხარი, როგორებიც არიან: EBRD და ADB, რომელთა ჩართულობამ თავისი წვლილი შეიტანა ობლიგაციებზე დიდი მოთხოვნის დაფიქსირებაში. საბოლოოდ, ემისიის 80% აქტივების მმართველმა კომპანიებმა და საინვესტიციო ფონდებმა შეიძინეს, რომელთა 41% - დიდ ბრიტანეთში, 35% - კონტინენტურ ევროპაში, 19% კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობენ.
ობლიგაციების გამოშვებამდე "საქართველოს რკინიგზას" საკრედიტო რეიტინგი საერთაშორისო სააგენტო Fitch-მა მიანიჭა. ორგანიზაციის შეფასებით, რკინიგზის რეიტინგი ამჟამად "BB მინუსს" შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს რკინიგზამ 500 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციები ბოლოს 2012 წელს 7.75%-ში განათავსა. მოზიდული რესურსი სწორედ ამ ობლიგაციების 1 წლით ვადაზე ადრე რეფინანსირებას მოხმარდება. ამასთან, საქართველოს რკინიგზა გეგმავს, რომ გამოშვებით მიღებული თანხის ტოლი დაფინანსება მწვანე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე მიმართოს.
აღნიშნული ემისია თიბისი კაპიტალის მიერ 2019 წლის შემდეგ განთავსებული მეექვსე ევროობლიგაციაა.
„პირველ რიგში, ვულოცავთ სქართველოს რკინიგზას წარმატებით დახურულ ტრანზაქციას და მოხარულები ვართ, რომ სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე პერიოდის მიუხედავად, საქართველოდან კიდევ ერთი ევროობლიგაციის განთავსება მოხდა. ობლიგაციებზე ასეთი ძლიერი მოთხოვნა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ემიტენტის მიმართ ინვესტორების ინტერესს და მმართველი გუნდის მიერ ძალიან მაღალ დონეზე ჩატარებულ აქტივობას მთელი ვირტუალური როუდშოუს განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ თიბისი კაპიტალი, ადგილობრივი ობლიგაციების განთავსებასთან ერთად, საერთაშორისო ევრობონდების განთავსებაშიც აქტიურადაა ჩართული, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო უცხოური კაპიტალისთვის მიმზიდველი ქვეყანაა. საქართველოს რკინიგზის მიერ გამოშვებული ბონდები, საქართველოდან განთავსებული რიგით მეორე მწვანე ევროობლიგაციაა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, "Georgia Global Utilities"-ის მიერ, საქართველოს ბაზარზე პირველი მწვანე ევროობლიგაციის გამოშვების თანამენეჯერიც თიბისი კაპიტალი იყო. საქართველოდან ბოლო 2 წლის განმავლობაში, მეორე მწვანე ევროობლიგაციის განთავსება ხაზს უსვამს ქვეყნისა და კომპანიების გრძელვადიან ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართ", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
„საქართველოსა და კავკასიის რეგიონში პირველად, სატრანსპორტო კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოუშვა 500 მილიონი დოლარის მწვანე ობლიგაცია. რეფინანსირების შედეგად, საპროცენტო სარგებელი 7,75%-ის ნაცვლად განვახორციელეთ 4%-ში. კომპანია დაახლოებით 40 მილიონი დოლარის ნაცვლად, წელიწადში 20 მილიონ დოლარს გადაიხდის. დაზოგილი თანხა კი, რა თქმა უნდა, კომპანიის განვითარებას მოხმარდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს რკინიგზის გუნდს და ტრანზაქციაში ჩართულ ყველა პარტნიორს", - დავით ფერაძე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...