„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბილესად...
|
საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად სტარტაპების მხარდაჭერას და მათი მასშტაბირების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაცია Globalize-თან ერთად, ქართული სტარტაპების მხარდამჭერი, ახალი და საინტერესო ინიციატივების განხორციელებას გეგმავს.
15 აპრილს, Globalize-ის ინიციატივით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კალიფორნიაში, სილიკონ ველიზე პირველი კონფერენცია გაიმართება. Globalize Silicon Valley Conference ამერიკაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს, ტექნოლოგიებში მოღვაწე პროფესიონალებს, ინვესტორებს, სტარტაპებსა და მოწვეულ სპიკერებს გააერთიანებს.
ღონისძიების ფარგლებში, სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი კომპანიები ფართო აუდიტორიასა და ინვესტორებს ფიჩინგის, B2B შეხვედრების თუ ნეთვორქინგ ივენთების მეშვეობით გააცნონ. კონფერენციაზე 20-მდე სპიკერი იქნება წარმოდგენილი. პანელურ დისკუსიებში კი, ისეთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების ქართველი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, როგორიცაა: Google, Meta, Cisco და სხვა.
„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს, რათა განვითარდნენ, მასშტაბირდნენ და გაიხსნან ახალი გზა გლობალური შესაძლებლობებისკენ. Globalize Silicon Valley-ის კონფერენციის მიზანია, გააერთიანოს წარმატებული ამერიკელი პროფესიონალები საქართველოდან, რომლებსაც მრავალფეროვანი და განსხვავებული გამოცდილება აქვთ, ერთმანეთთან დააკავშიროს ინვესტორები, ქართველი სტარტაპები, გამოცდილი სპიკერები, რათა განიხილონ ინვესტიციების მიმდინარე ტენდენციები, დღეს არსებული გამოწვევები, მუდმივადგანვითარებადი ტექნოლოგიური ეკოსისტემები. აღნიშნული კონფერენცია ქართველი სტარტაპებისთვის უზრუნველყოფს უნიკალურ პლატფორმას ახალი კონტაქტების დასამყარებლად, საუკეთესო პრაქტიკისა და ინოვაციური იდეების გასაზიარებლად. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ქართული კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების აქტიურ ხელშეწყობას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან გომშიაშვილმა.
„Globalize Silicon Valley-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საჭირო კავშირების დამყარებას სტარტაპებსა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს შორის, რათა სამომავლოდ, მოხდეს მათ შორის ცოდნისა და გამოცდილების, ინოვაციური იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, სტარტაპებში ინვესტირება და მხარდაჭერა, ამერიკის ბაზრის ათვისების კუთხით. კონფერენცია იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის, მოისმინონ რჩევები უკვე წარმატებული ბიზნესმენებისგან, მაღალი რგოლის აღმასრულებლებისგან და ინვესტორებისგან. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მეტი მსგავსი შესაძლებლობა შევთავაზოთ მომავალში ქართულ სტარტაპებს“, - აცხადებს Globalize-ის დამფუძნებელი სალომე კუკავა.
ინფორმაციისთის, Globalize ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან, რომლებიც თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს ადაპტაციაში და ხელს შეუწყობენ მათ ლოკალურ ინვესტორებთან, მეწარმეებთან თუ პარტნიორებთან დაკავშირებას. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, კომპანიას უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფები 12-მდე ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბილესად...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები