SABA Reader - განახლებული პრემიუმ პაკეტი და ექსკლუ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
|
სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მწარმოებელსა და იმპორტიორს საქართველოში - კომპანია „ნოვას“, თიბისის მხარდაჭერით, პორტფელში 3 ახალი საწარმოო მიმართულება - XPS, წებო-ცემენტები და შავი მეტალის ოთხკუთხა და მრგვალი მილები დაემატა.
XPS და წებო-ცემენტის წარმოება თბილისში, 8800 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. შავი მეტალის წარმოება კი - ბათუმში, ადლიის დასახლებაში, 10 300 კვ.მ ფართობზე.
ახალი საწარმოო ხაზების შესაძენად და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ჯამში 30 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც, თიბისის მხრიდან, 28 მილიონ ლარამდე გაიცა, მათ შორის - სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული პროგრამის ფარგლებში. თბილისისა და ბათუმის წარმოებებისთვის კი - 20 მილიონი ლარი.
ახალი წარმოებები შემდეგ პროდუქტებს აერთიანებს:
ახალი წარმოებების ფარგლებში, 80 ადამიანი დასაქმდა, მათ შორის 60 - თბილისში, ბათუმში კი - 20. კომპანიაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში სულ 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
„ნოვას პორტფელში ახალი საწარმოო მიმართულებების დამატება, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ მთელი ქვეყნის ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. წარმოების მუდმივი გაფართოება საშუალებას გვაძლევს, რომ პროდუქციის იმპორტი შევამციროთ და ქართული ნაწარმის ექსპორტი გავზარდოთ, რაც კომპანიის მთავარ, სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს“, - ედიშერ ხიმშიაშვილი, „ნოვას“ გენერალური დირექტორი.
„გვეამაყება, რომ ჩვენ ვართ იმ წარმატების ისტორიის თანამონაწილე, რომელიც წლების წინ, ნულიდან - 90 კვ/მ ფართითა და 20 თანამშრომლით დაიწყო. დღეს კი „ნოვა“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი და იმპორტიორია და ადგილობრივების დასაქმებას უწყობს ხელს. თიბისის დახმარებით, „ნოვა“ თავის სფეროში პირველი კომპანია იყო საქართველოს ბაზარზე, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის - EBRD-ის პარტნიორი გახდა, რამაც საშუალება მისცა, რომ მისგან ფინანსური ინვესტიციის გარდა, ინტელექტუალური მხარდაჭერაც მიეღო“, - გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის უფროსი.
დღეისათვის „ნოვა“ 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის საქმიანობა კი შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: თუნუქის, პოლიეთილენის, xps, წებო-ცემენტისა და შავი მეტალის წარმოებას; საცალო გაყიდვებს; სადისტრიბუციო ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით; პროექტებს/კორპორატიულ მიმართულებას; ექსპორტს; ექსკლუზიური ბრენდების იმპორტსა და რეალიზაციას.
ნოვას ისტორია 2006 წელს სამშენებლო და სარემონტო მასალების იმპორტით დაიწყო. 2011 წელს კი მოთუთიებული და ფერადი თუნუქის წარმოების ხაზები დაამატა.
2012 წელს კომპანიამ წარმოებაში თაბაშირ-მუყაოს პროფილები და აქსესუარების საწარმოო ხაზი დანერგა. მალევე დაამატა სამღებრო და საბათქაშე კუთხოვანების წარმოება.
2014 წლიდან საფუძველი ჩაეყარა პოლიეთილენის პროდუქციის როტაციული მეთოდით წარმოებას. დღეისათვის კომპანიაში პროდუქცია იტალიური ბრენდის POLIVINIL-ის საწარმოო ხაზებით იწარმოება. 2015 წელს კომპანიამ სასახურავე მასალების წარმოების და თაბაშირ-მუყაოს პროფილების ხაზი გააფართოვა. 2017 წელს წარმოებას ევროპული სტანდარტის თაბაშირ-მუყაოსა და მეტალოპლასტმასის არმირების პროფილები დაემატა. წლების განმავლობაში, კომპანიას არაერთი ახალი საწარმოო ხაზი დაემატა, როგორიცაა მაგალითად ნოვა კლასიკი - ჩამკეტიანი სახურავი და საიდინგები - ფასადის შესაფუთად, რომლებსაც მხოლოდ „ნოვა“ აწარმოებს საქართველოში.
2020 წლიდან ნოვამ საცალო მიმართულების განვითარება დაიწყო და დღეისათვის მეგაცენტრებს საქართველოს 7 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, გორში, მარნეულში და ხაშურში ფლობს.
კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორი ორგანიზაციები, როგორებიცაა: სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, EBRD და თიბისი, რომელთა ინვესტიციების საშუალებითაც, „ნოვამ“ ევროპული სტანდარტები დანერგა და საწარმოო მიმართულებები განავითარა.
კომპანიის მთავარი სლოგანია - „კომფორტი ერთი სახურავის ქვეშ“, რომლის შესაბამისად, „ნოვა“ თითოეულ ფილიალში მოსულ მომხმარებელს სთავაზობს ყველაფერს მშენებლობისა და რემონტისთვის.
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, მომხმარებლებს საგაზაფხულოდ კიდევ ერთი განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. ახალი თიბისი კონცეპტ 360 Mastercard World Elite ბარათის მფლობელებს, შესაძლებლობა გ...
ავტომანქანის რეტრო მოდელი, როგორც განვითარების საწყისი - სიმბოლოებით დატვირთული და საგანგებოდ შემუშავებული კონცეფციით შექმნილი სამკაული „თეგეტამ“ ქალ თანამშრომლებს მიუძღვნა. უნიკალუ...
„როგორც ჩვენს წინა განახლებაში აღვნიშნეთ, იანვარში წმინდა სავალუტო შემოდინებები როგორც წინა თვესთან, აგრეთვე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაუმჯობესდა. სანამ ლარზე მოქმედ შიდა ფაქტორ...
მომხმარებლის გამოცდილების მართვის კვლევითი და საკონსულტაციო სააგენტო CX Hub-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით, 24 თებერვალს საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა Customer Experience (CX) Business Summ...
28 თებერვალს, საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდოს (BARTA)-ს გამარჯვებულები გამოვლინდა. უკვე მეოთხედ, აღნიშნული ჯილდო მცირე და საშუალო კომპანიის კატეგორიაში (500-მდე დასაქმებული) თიბის...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები