„ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
|
საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 9 ივნისს, სტამბაში, ექსპორტის თემაზე, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სააგენტოსთან (SMEDA) ერთად პანელური დისკუსია გაიმართება.
შეხვედერაზე მეწარმეები გაეცნობიან მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ისეთ საკითხებზე როგორიცაა: ქვეყანაში ექსპორტთან დაკავშირებული ძირითადი აქტივობები, არსებული გამოწვევები და ამ მიმართულებით არსებული შესაძლებლობები.
პანელური დისკუსიის დროს განხილული იქნება 2021-2025 წლების სტრატეგია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით, SME საწარმოთა ექსპორტის ზრდის, საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობა.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: „გალტ & თაგარტი“; „აწარმოე საქართველოში“, სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GCCI); სოფლის განვითარების სააგენტო (RDA); ღვინის სააგენტო, ექსპორტის განვითარების სააგენტო (EDA) და USAID ის კონომიკური უსაფრთხოების პროგრამა.
ღონისძიების სპიკერების სია ასე გამოიყურება:
· ბაჩანა შენგელია − გალტ & თაგარტის წარმომადგენელი;
· ნიკა მამუკელაშვილი− აწარმოე საქართველო, ექსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
· ალექსანდრე პაპიაშვილი − GCCI, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
· თორნიკე კაპანაძე − RDA, პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
· ირაკლი ჩოლობარგია − ღვინის სააგენტო, თავმჯდომარის მრჩეველი;
· გვანცა მელაძე − EDA (ექსპორტის განვითარების ასოციაცია), ბორდის წევრი;
· სალომე არღვლიანი − GIZ -ის წარმომადგენელი;
· ელენე ცხადაია − საქართველოს ბანკის, გლობალური საბანკო ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელი;
· რატი ანჯაფარიძე − USAID – DAI (ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა)
„საქართველოს ბანკში გვჯერა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ეკონომიკის ხერხემალია. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვერდით დავუდგეთ SME ბიზნესებს და გავაძლიეროთ ისინი საბანკო პროდუქტებისა თუ სერვისების სწორ დროსა და ადგილზე მიწოდებით. ჩვენ ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ არასაბანკო შეთავაზებებს და ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინფორმაციაზე წვდომას. ამ მიზნით შევქმენით შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა, ბიზნესკურსიც, რომელიც ბიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს უფასოდ სთავაზობს მრავალფეროვან ტრენინგებს, ცოდნასა და გამოცდილებას. რაც შეეხება პანელურ დისკუსიას, რომელიც SMEDA-სთან ერთად ექსპორტის თემაზე გაიმართება, ის დამსწრეებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ ინფორმაცია საექსპორტო ბაზრების ათვისებასა და არსებულ შესაძლებლობებზე. გვინდა, მხარი დავუჭიროთ SME -საწარმოებს, გაზარდონ ექსპორტი და გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ ვაგრძელებთ მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას, საინტერესო პროექტების განხორციელებითა და მათთვის კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობების შექმნით“,- განაცხადა ელენე ცხადაიამ, საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელმა.
ინფორმაციისთვის:
SMEDA (მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების სააგენტო) წარმოადგენს საქართველოში ერთერთ წამყვან ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ბიზნეს-საკონსულტაციო მომსახურებას მარკეტინგის, ზოგადი მენეჯმენტის, ფინანსური მენეჯმენტის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის სხვადასხვა დარგში. SMEDA ფუნქციონირებს 2004 წლიდან. სააგენტოს ძირითადი საქმიანობა ითვალისწინებს დამწყები მეწარმეებისა და მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობას. უცხოური კომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, SMEDA უზრუნველყოფს ფართო სპექტრის საკონსულტაციო მომსახურებას, ადგილობრივი ბაზრის შესწავლასა და ინვესტიციების დაგეგმვაში ხელშეწყობას.
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები