„ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
|
საქართველოს ბანკმა 50 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის, დამატებითი პირველადი კაპიტალი მოიზიდა. შეთანხმება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და Swedfund International AB (Swedfund)-თან გაფორმდა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბოლოო თანხმობის შემდეგ, აღნიშნული ტრანზაქცია ქვეყნის მასშტაბით იქნება პირველი დამატებითი პირველადი კაპიტალი სპეციალური მწვანე კომპონენტით.
შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს ბანკი ფინანსურ რესურსს „მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის მიდგომა“-სთან (GET) შესაბამისობაში მყოფ ინვესტიციებში მიმართავს. ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში EBRD და Swedfund გამოყოფენ გრანტს, რომლითაც მხარს დაუჭერენ საქართველოს ბანკის მიერ მწვანე ეკონომიკის დაფინანსების ინიციატივებს.
„მოხარული ვართ, რომ ჩვენი მრავალწლიანი, წარმატებული პარტნიორობა EBRD-თან და Swedfund-თან ახლა უკვე მწვანე კომპონენტის მქონე დამატებითი პირველადი კაპიტალის მოზიდვის ფარგლებში გრძელდება. აღნიშნული სინდიცირებული ფინანსური რესურსი ბანკს მისცემს შესაძლებლობას, მოახდინოს კაპიტალის სტრუქტურის დივერსიფიცირება უცხოური ვალუტის თვალსაზრისით, მწვანე კომპონენტი კი გააძლიერებს ბანკის გარემოსდაცვით და სოციალურ ინიციატივებს. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-სა და Swedfund-ს მხარდაჭერისთვის და იმედი მაქვს, მომავალში კიდევ მრავალი ერთობლივი წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდება”, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
„ძალიან მოხარული ვარ რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა, ამ ხელშეკრულებას ხელი მოვაწერო ჩვენ დიდი ხნის პარტნიორთან - საქართველოს ბანკთან. ეს არის EBRD-ს პირველი სუბორდინირებული AT1 ფინანსური პაკეტი, ინსტრუმენტი, რომელიც გააძლიერებს ბანკის კაპიტალის სტრუქტურას, შექმნის ბუნებრივ დაცვას ვალუტის მერყეობისაგან და უზრუნველყოფს დამატებითი კაპიტალის უწყვეტ შედინებას საქართველოს რეალურ ეკონომიკაში. აქვე მინდა განსაკუთრებულად შევაქო საქართველოს ბანკი აღებული ვალდებულებისთვის სესხის ექვივალენტი თანხით განახორციელოს მწვანე ინვესტიციები, რომლებიც შეესაბამება EBRD-ს მკაცრ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლის (GET) მიდგომას”,- განაცხადა ფრანსის მალიჟმა, EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოში წამყვანი და სისტემური ბანკის მხარდაჭერა. ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს ბანკთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაგრძელებას. ეს Swedfunds-ის რიგით მეორე ინვესტიციაა საქართველოს ბანკში ფინანსური ინკლუზიისა და მწვანე კომპონენტის ხელშეწყობის მიზნით. საქართველოს ბანკს აქვს ფართო მომხმარებელთა ბაზა, კარგად დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი, ის მძლავრად არის წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკის ყველა ძირითად სექტორში, მას აქვს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის დიდი გამოცდილება. Swedfund-ი ინვესტიციებს ახორციელებს EBRD-ის პარალელურად, რათა ხელი შეუწყოს ბანკის მწვანე კომპონენტის პორტფელის გაფართოებას“,- განაცხადა მარია ჰაკანსონმა, Swedfund-ის გენერალურმა დირექტორმა.
„ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...
12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...
„თეგეტა ჰოლდინგი“ მდგრადი განვითარების საუკეთესო ანგარიშისთვის BARTA-ს ჯილდოს მფლობელი გახდა. გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები მსოფლიო ბა...
„რენიუ“ - ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთ...
13 მარტიდან, განახლებული პრემიუმ პაკეტების შეთავაზებით, „საბა“ მკითხველებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, პირველად SABA Reader-ში წაიკითხონ წიგნები, რომლებიც სხვაგან არსადაა ხელმისაწვდომ...
ქართული კომპანია აზერბაიჯანში მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელი მიმდინარე წელს გახდა „თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონუ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები