0 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

 

·         ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ

იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მიღება, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მონაწილეობით, სასტუმრო Pullman Tbilisi-ში გაიმართა. ღონისძიება საქართველოსა და იაპონიის ეროვნული ჰიმნებით გაიხსნა. სტუმრებს სიტყვით მიმართა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, იშიძუკა ჰიდეკიმ. მიღებას სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და მათ შორის იყო „მაზდა ცენტრი თეგეტა“.

ნოდარ ჭირაქაძე, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ დირექტორი: „ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ იმპერატორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მონაწილეები. იაპონელი ხალხის ეროვნული დღესასწაულის ერთობლივად აღნიშვნა კიდევ უფრო აძლიერებს და აღრმავებს ორ ქვეყანას შორის კულტურულ და ეკონომიკურ თანამშრომლობას. ღონისძიებაში ჩვენი მონაწილეობა კი ადასტურებს, რომ „მაზდა ცენტრი თეგეტა“ რეგიონში იაპონური ბრენდის გამორჩეული წარმომადგენელია.

„მაზდა“, როგორც ბრენდი, 100 წელზე მეტია არსებობს და დიდი მემკვიდრეობის მფლობელია. საქართველოში იაპონური ბრენდის ოფიციალური წარმდგენი კი  უკვე წლებია სწორედ „მაზდა ცენტრი თეგეტაა“. ჩვენ გამუდმებით ვცდილობთ, საერთაშორისო ინოვაციები  ქართული ბაზრისთვისაც ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამ მიზნით სისტემატურად ვნერგავთ სიახლეებს და მომხმარებელს ახალ მოდელებს ვთავაზობთ. მათ შორის არის სწორედ CX90, რომლის გაცნობის შესაძლებლობაც სტუმრებს ღონისძიებაზეც ჰქონდათ“.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი Mazda CX90 დახვეწილი დიზაინის SUV-ია, რომელიც აღჭურვილია უახლესი i-Activsense სისტემითა და lane-control assistant-ით. Blind-spot Monitoring-ის (ბრმა კუთხის მონიტორინგის) საშუალებით უზრუნველყოფს მძღოლის თავდაჯერებულ და უსაფრთხო გადაადგილებას. ის შექმნილია უსაფრთხო მგზავრობისთვის. Smart Brake Support სისტემა იცავს ავტომობილს გაუთვალისწინებელი საფრთხისგან და უზრუნველყოფს საპირისპირო მიმართულებით მიმავალი ავტომობილის მონიტორინგსაც.

გარდა ამისა, ავტომობილს აქვს Apple Car Play და Android Auto-ს მხარდაჭერა, Head Up Display და 360 კამერა. MAZDA CX90-ში გადაადგილების სამი განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს: Sport, Comfort და Off Road. მოდელი აკმაყოფილებს პრემიუმ ბიზნესკლასის სტანდარტებს და, ამავდროულად, იდეალურია საოჯახო მოგზაურობისთვისაც.

ღონისძიებაზე, ავტომობილთან  ერთად, ასევე წარმოდგენილი იყო „მაზდა ცენტრი თეგეტას“ კუთხე, სადაც სტუმრები სამახსოვრო ფოტოებს იღებდნენ. ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ ორიგამის მასტერკლასებს დასწრებოდნენ.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები