1 5 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.  

თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების 4 ტრენინგი გაიმართება, სადაც ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიიღონ  ამომწურავი ინფორმაცია და მიღებული ცოდნით საკუთარი ბიზნესის განვითარებას შეუწყონ ხელი.  

·         2025 წლის პირველი ტრენინგი 7 თებერვალს, ფიზიკურ სივრცეში გაიმართება. ტრენერი, შალვა ახრახაძე კომპანიის ხარჯების ოპტიმიზაციასა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე ისაუბრებს.

 

·         მეორე ტრენინგის თემატიკა Etsy-ზე პროდუქციის ონლაინ გაყიდვას შეეხება და მას ელექტრონული კომერციის სპეციალისტი, კატო რამიშვილი გაუძღვება. ტრენერი აუდიტორიას საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდებასთან ერთად, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ გახდნენ ბიზნესები წარმატებულები ელ.კომერციის მიმართულებით. ტრენინგზე დასწრებას ბიზნესების წარმომადგენლები ონლაინ, 11 და 12 თებერვალს შეძლებენ.

 

·         თებერვლის თვეში, თიბისის ბიზნესგანათლების პროექტის ფარგლებში, კიდევ ერთი ტრენინგი გაიმართება საგადასახადო საკითხების თემატიკაზე.  კურსის ფარგლებში, ტრენერი, დავით პაპიაშვილი  საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრებს და მათი გამოანგარიშების პრაქტიკულ მაგალითებს განიხილავს. ტრენინგი 13 თებერვალს ჩატარდება.

 

·         მე-4 შეხვედრა ბიზნესების წარმომადგენლებთან შემდეგ თემატიკას დაეთმობა: როგორ შევარჩიოთ და გავყიდოთ პროდუქცია Amazon-ზე. ტრენერი, სოფო გუჯარაიძე აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ შეარჩიონ და  გაყიდონ  პროდუქცია ამაზონზე. კურსის განმავლობაში, ბიზნესების წარმომადგენლები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ამაზონის პლატფორმა, რა სპეციფიკაციები აქვს მას და რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო პროდუქციის ამ პლატფორმაზე განსათავსებლად.  ტრენინგი 25 და 27 თებერვალს ჩატარდება.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში ჩართვა თიბისის ბიზნესმომხმარებლებს   წინასწარი რეგისტრაციით შეუძლიათ, ბმულზე: https://beta.tbcbank.ge/ka/business/education, სადაც კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებაცაა შესაძლებელი.

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, კურსებზე დასწრება უფასოა და ის ბიზნესგანათლების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის უახლესი და მათთვის სასარგებლო ინფორმაციის გაზიარებას ისახავს მიზნად.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...