„მაზდა ცენტრი თეგეტამ“ იაპონიის იმპერატორის დაბადე...
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
|
თიბისისთან პარტნიორობით, Forbes Woman Georgia-მ 22 აპრილს სასტუმრო „სტამბაში“ სამიტი „The Power of No” გამართა, რომელიც მიზნად ისახავდა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი წარმატებული ქალების პროფესიულ ბიოგრაფიების, მათ კარიერულ განვითარებაში „არა“-ს როლისა და მათ წინაში არსებული ბარიერების გადალახვის გამოცდილების გაზიარებას. „The Power of No“-ს ამ წამოწყებით ადამიანების ავთენტური და ცოცხალი ისტორიები შეიკრიბა, თეორიულ ჩარჩოში გაანალიზდა, ცნებით კატეგორიებად ითარგმნა და ცოდნად იქცა. კონფერენციის ფოკუსი ის სტრუქტურული და კულტურული ბარიერები იყო, რომლებიც ქალთა კარიერულ წინსვლას მნიშვნელოვნად აფერხებს. სიტყვა „არა” გამოყენებულია როგორც მეტაფორა და მასში გაერთიანებულია ხელისშემშლელი სოციალური კონტექსტი, მჩაგვრელი ინსტიტუციური მოწყობა და თვით-დამაკნინებელი აზროვნება.
სამიტი დიალოგის ფორმატში, მომხსენებლების, მოდერატორისა და აუდიტორიის მხრიდან ურთიერთშემეცნების გზით წარიმარა. სამიტი გახსნა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ქალბატონმა კელი დეგნანმა, სპიკერები კი იყვნენ: თიბისი ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს უფროსი დამოუკიდებელი წევრი ცირა კემულარია, „Sciences Po Psia“-ს ლექტორი ეკატერინე ზღულაძე, „ACT Global“-ის დამფუძნებელი თინათინ რუხაძე, სცენარისტი ქეთი დევდარიანი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, „AzerTelecom“-ის აღმასრულებელი დირექტორი ანა ნაკაშიძე, “Tag&Match” დამფუძნებელი ანა აგლაძე, „Munchies by food goddess“-ს დამფუძნებელი ირინე ხუნდაძე, პარტნიორობა ადამიანის უფლებების წარმომადგენელი ანა აბაშიძე, „თეთრი კვადრატი“-ს აღმასრულებელი დირექტორი შორენა დარჩიაშვილი, „აჭარა ჯგუფი“-ს რესტორნების და ბარების კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ნათია ჩიკვილაძე, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი“-ს რექტორი ნინო ენუქიძე, თეოლოგი თამარ გრძელიძე, ფაბერის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი ანანო დოლაბერიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის დირექტორი მარიამ კარკალაია, ინსპექტორები საზღვრების გარეშე სამდივნოს ხელმძღვანელი რუსუდან კემულარია, Cellfie-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი სოფო ბალავაძე, “Forbes Woman Georgia”-ს კონტრიბუტორი თინათინ მაღრაძე.
ქალთა გაძლიერება თიბისისთვის ის სივრცეა, რომელიც სრულ თანხვედრაშია ბრენდის კულტურასთან და ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის) სტრატეგიასთან. თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელთა მიზანიცაა ქალთა გაძლიერება, პროფესიული განვითარება, დასაქმება და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
· ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს „მაზდას“ გამორჩეული მოდელის, CX90 გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ იაპონიის იმპერატორის 65 წლის იუბ...
თიბისის მომხმარებლებს თქვენს სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული საგაზაფხულო შეთავაზებით სარგებლობა 7-8 მარტსაც შეგეძლებათ. გაზაფხულის პირველი კვირის დასასრულს, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუა...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, მარტის თვეში, ხუთი სხვადასხვა თემატიკის შეხვედრა გაიმართება. ბიზნესების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიონალი ტრენერებისგან მათთვის საინტერესო სა...
ტექნოლოგიებითა და ბიზნეს მიმართულებებით დაინტერესებულ უფროსკლასელებსა და სტუდენტებს, თიბისი, საგანმანათლებლო უფასო პროგრამებს სთავაზობს. მარტიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, თიბისის ტექსკოლასა და კ...
თიბისი კონცეპტის საგაზაფხულო კვირეული მრავალფეროვანი შეთავაზებებით უწყვეტად გრძელდება. განსხვავებული კატეგორიების პარტნიორ ობიექტში ქეშბექ აქციები 8 მარტის ჩათვლით იქნება. თიბისი კონცეპტ Mastercard ...
თიბისის მხარდაჭერით, „ალტე უნივერსიტეტი“ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სასკოლო START-UP მარათონს გამართავს. თიბისი ახალი თაობისთვის უკვე მეორე წელია ამ პროექტის პარტნიორია...
PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და 28 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გთავაზობთ 70%-მდე ფასდაკლებას მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა ბრენდის თავის მოვლისა და სილამაზის პროდუქტებსა და ექსკლუზიურ ბრენდებზე. მარტივ...
მარტი 2025 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები