0 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის - თიბისი დაზღვევის ახალი დაფარვა

 

თიბისი დაზღვევამ ჯანმრთელობის დაზღვევას ახალი დაფარვა - მენტალური ჯანმრთელობა სრულფასოვანი ცხოვრებისათვის დაამატა. სიახლე დაზღვეულებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ ფსიქოლოგის და ფსიქიატრის მომსახურება.

 

მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა სადაზღვევო ინდუსტრიისთვის სრულიად ახალი მიმართულებაა, რომელიც თიბისი დაზღვევამ გააჩინა. კომპანია ზრუნავს მომხმარებელზე და ახალი სტანდარტების დანერგვით, მთლიანად ცვლის სადაზღვევო ინდუსტრიას.

 

„პანდემიამ და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახადა მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ასეთ გარემოში რთულია შეინარჩუნო ემოციური სტაბილურობა და განაგრძო სრულფასოვნად ცხოვრება. ჩვენ გვჯერა, რომ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მენტალური ჯანმრთელობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური. ამიტომაც გადავწყვიტეთ,  ჯანმრთელობის დაზღვევას დავამატოთ მენტალური ჯანმრთელობის დაფარვა, რითიც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, იზრუნოს საკუთარ ემოციურ სტაბილურობაზე” , - პაატა ღაძაძე, თიბისი დაზღვევის გენერალური დირექტორი.

 

თიბისი დაზღვევამ ბაზარზე შესვლის დღიდან ახალი სტანდარტების დანერგვა დაიწყო. კომპანიამ შექმნა ყველა ის პროცესი და ეკოსისტემა, რომელმაც დაზღვევა უფრო სწრაფი, მარტივი და ციფრული გახადა.

 

თიბისი დაზღვევამ ჯანმრთელობის დაზღვევა 3 წლის წინ ჩაუშვა - დღეს კი, მომხმარებელს საუკეთესო სერვისს სთავაზობს. თიბისი დაზღვევა ჯანმრთელობის მიმართულებით თანამშრომლობს ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: ამერიკის საელჩო, ისრაელის საელჩო, წითელი ჯვარი, ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF), სამსუნგი, კნაუფი, ალტა, მეიჯერელი და საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანიები.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...