0 9 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

გრეის ჰოპერის სახელობის დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება დაიწყო

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში მრავალფეროვნების წახალისებისა და ქალთა როლის წარმოჩენის მიზნით, გრეის ჰოპერის სახელობის 2022 წლის დაჯილდოებაზე განაცხადების მიღება 8 აპრილიდან დაიწყო. გრეის ჰოპერი ერთ-ერთი პირველი ქალი პროგრამისტი იყო, ხოლო მისი სახელობის ჯილდო საქართველოში გასულ წელს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამამ თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით დააარსა. პროექტი წარმოაჩენს და აჯილდოებს იმ ადამიანებს, სტარტაპებს, ორგანიზაციებსა თუ პროექტებს, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ ტექნოლოგიური სფეროს მრავალფეროვნებაში. 

 

“გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს მიზნები პირდაპირ თანხვედრაშია თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის სტრატეგიასთან. თიბისისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია ქალების მხარდაჭერა და მათი გაძლიერება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში. მოხარულები ვართ, რომ პროექტი თიბისის პარტნიორობით გრძელდება და წელსაც გამოავლენს საინტერესო ადამიანებსა თუ ინიციატივებს, ამასთან — წარმოაჩენს მისაბაძ მაგალითებს ICT დარგში”, — აცხადებს გვანცა მუღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის დირექტორი.

 

“USAID მხარს უჭერს გრეის ჰოპერის ჯილდოს, რადგან ადმირალ ჰოპერის მოღვაწეობის შემდეგ ათწლეულების მიუხედავად, ქალები კვლავ ნაკლებად არიან წარმოდგენილი STEM სფეროებში, მათ შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT). ქალებს ICT-ში არამარტო განსაკუთრებული ნიჭი აქვთ, არამედ ხშირად განსხვავებული პერსპექტივები, რომლებსაც შეუძლიათ ინოვაციებისა, ახალი პროდუქტებისა და სერვისების განვითარება. STEM და ICT სფეროში მეტი ახალგაზრდა ქალის ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და მას უფრო კონკურენტუნარიანს გახდის გლობალურ ბაზარზე’’, — ამბობს მარიკა ოლსენი USAID საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი.

 

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო ექვს კატეგორიაში გაიცემა. ესენია: მომავლის ლიდერი ქალი, ICT სფეროს ჩემპიონი, ტექნოლოგიური სტარტაპი, ქალების გაძლიერების პროგრამა, მრავალფეროვნების მხარდამჭერი ორგანიზაცია და ICT სექტორში ქალების გაძლიერების ქომაგი.

 

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოს მფლობელი კატეგორიაში “ტექნოლოგიური სტარტაპი” გასულ წელს Phubber გახდა. “ჩვენ ამ ჯილდომ კიდევ უფრო მეტი მოტივაცია და ენთუზიაზმი გაგვიჩინა. გარდა ამისა, თიბისისის მხარდაჭერით, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერეთ Phubber-ის პროექტები და განვახორციელეთ ახალი ინიციატივები. თიბისის გუნდი სრულად იზიარებდა ჩვენს მიზნებს და აკეთებდა მაქსიმუმს, რომ საუკეთესო შედეგი მიგვეღო.  ძალიან მნიშვნელოვანია, როცა გრძნობ, რომ სხვები გიჭერენ მხარს. ამასთან, შეუფასებელია ის კავშირები და ცნობადობა, რასაც ეს დაჯილდოება გაძლევს” , — ამბობს ანანო დოლაბერიძე.

 

გარდა აღიარებისა, თითოეულ კატეგორიაში გამარჯვებულები ღონისძიების პარტნიორებისა და მხარდამჭერებისგან სპეციალურ პრიზებს მიიღებენ. ესენია თიბისი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს პარლამენტთან არსებული გენდერული თანასწორობის საბჭო, Visa, UTG და Majorel Georgia. 

 

თიბისი, გასული წლის მსგავსად, ტექნოლოგიური სტარტაპისა და მომავლის ლიდერის ნომინაციებში გამარჯვებულებს დაუჭერს მხარს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შეიმუშავებს. 

 

გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე, საკუთარი განაცხადის გაგზავნის გარდა, ასევე შესაძლებელია წარადგინოთ სხვა ადამიანები, სტარტაპები, ორგანიზაციები თუ პროგრამები, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეაქვთ დარგის მრავალფეროვნებაში. ნომინაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის და განაცხადის შესავსებად ესტუმრეთ ვებგვერდს www.ictwomen.ge. განცხადებები მიიღება 8 აპრილიდან 8 მაისამდე, ფინალისტები გამოვლინდებიან 30 მაისს, ხოლო 10 ივნისს გამართება დაჯილდოების ცერემონია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...