0 4 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო მიმოხილვა გამოაქვეყნა

თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო მიმოხილვა გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, მაშინ როდესაც საომარი კონფლიქტის

 სწრაფი გადაწყვეტა ჯერჯერობით უფრო ოპტიმისტური მოლოდინია, საქართველოს ეკონომიკაზე ზეგავლენის კუთხით საპროგნოზო 

მაჩვენებლები მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული.

 

გაურკვევლობა კვლავ მაღალია, თუმცა შემუშავებული საბაზო სცენარით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდაა ნავარაუდები. აღსანიშნავია რომ, როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ეკონომიკური აქტივობის მატების

 პოტენციალი დაახლოებით 7.5% იყო. ამაზე იანვარ-თებერვლის მაჩვენებლები მიუთითებს. ამასთან, ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორები მარტშიც საკმაო მდგრადობას

 ინარჩუნებს. კერძოდ, მიგრაციის ეფექტის ნაწილობრივი კონტრიბუციით, გრძელდება ტურიზმის აღდგენის დინამიკა. ასევე,

 პოზიტიურ ზრდას ინარჩუნებს გზავნილებიდან მიღებული შემოსავლები. სავაჭრო ბალანსის კუთხით, მართალია იმპორტის

მნიშვნელოვანი ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა გაზრდილი ფასების ხარჯზე, მიუხედავად უკრაინასა და რუსეთში მნიშვნელოვანი

 შემცირებისა, ასევე იმატებს საექსპორტო შემოსავლები და საქონლით სავაჭრო ბალანსი მხოლოდ ზომიერად უარესდება. გაზრდილი

 სატრანზიტო გადაზიდვების მხრივ, წელს შედარებით მცირე წვლილია გათვალისწინებული.

 

ლარის კურსთან დაკავშირებით თიბისი კაპიტალის შეფასება დიდწილად ნეიტრალურია. ლარის მხარდამჭერი არგუმენტებიდან

 აღსანიშნავია საბაზო სცენარით სავალუტო შემოდინებებისა და გადინებების ბალანსის გაუმჯობესება. ასევე, მართალია მაღალი

 ინფლაცია წელსაც მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება და 2021 წლის მსგავსად, არაერთ შემთხვევაში მოსახლეობის რეალური

 შემოსავლების მატება სათუოა, თუმცა ეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების წინაპირობაა, რაც ლარის კურსისათვის

 პოზიტიური ფაქტორია. ამასთან, რეგიონის სხვა ვალუტებთან ლარის საშუალო კურსი მცირედით, მაგრამ შედარებით მაინც უფრო

 სუსტი ლარის არგუმენტია. 

 

საყურადღებოა, რომ პუბლიკაციის ავტორების შეფასებით, არ არის აუცილებელი, რომ ლარის შესაძლო გაუფასურებამ ეკონომიკის

 ზრდის შეფერხებაზე გარკვეული დამაბალანსებელი ეფექტი იქონიოს. უფრო მეტიც, საქართველოს ეკონომიკისათვის უფრო რელევანტური

 ანალიზის საფუძველზე, ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკის ზრდას შორის შესაძლოა უარყოფითი კავშირიც კი არსებობდეს, 

განსაკუთრებით თუ ადგილი აქვს ე.წ. შოკის გამაძლიერებლის ეფექტს.

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...