1 6 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაში იდეათეკა მოეწყო

საქართველოს ბანკი „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ პარტნიორობით პროექტ „იდეათეკების“ განხორციელებას განაგრძობს. საქართველოს 6 სახვადასხვა რეგიონის 9 საჯარო სკოლაში უკვე მოეწყო ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სივრცეები - იდეათეკები. ამ რიცხვს ახლახან ილია ჭავჭავაძის სახელობის, ქალაქ ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაც შეემატა. 

პროექტის მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა სოფლებში, თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდით განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს. იდეათეკები ბიბლიოთეკას, კომპიუტერებს, პროექტორებს და სხვა შემეცნებით ხელსაწყოებს აერთიანებს. სივრცე მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ როგორც გაკვეთილების, ასევე ჯგუფური პრეზენტაციების, ონლაინ შეხვედრების თუ სხვა ღონისძიებების ჩასატარებლად გამოიყენება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის, ქალაქ ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლის 170-ზე მეტ მოსწავლეს უკვე აქვს წვდომა აღნიშნულ საგანმანათლებლო რესურსზე. მათ შორის, 2,000-ზე მეტი წიგნზე, რაც მოიცავს უცხო ენებზე ადაპტირებულ, ქართულ და მსოფლიო ლიტერატურას, ენციკლოპედიებს, კომიქსებს  და სხვა.

„მესამე წელია, საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში „იდეათეკების“ პროექტს ახორციელებს. შედეგად, 4,600-მდე მოსწავლე უკვე აქტიურად იყენებს თვითგანვითარებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საგანმანათლებლო რესურსს. ამჯერად მორიგი იდეათეკა ახალქალაქის მე-3 საჯარო სკოლაში გავხსენით. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ პროექტის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ განათლებას ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ საზღვრისპირა სოფლებში. 2022 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 5 იდეათეკის გახსნას ვგეგმავთ, რათა უფრო მეტ მოსწავლეს მიუწვდებოდეს ხელი ხარისხიანი განათლებისთვის საჭირო რესურსზე. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რათა მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს განვითარება და საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, რათ კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდისთვის გახდეს  შემეცნებითი პროცესი სასიამოვნო და მრავალფეროვანი “, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა „იდეათეკების“ პროექტის განხორციელება 2019 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში იდეათეკები საქართველოს  სხვადასხვა რეგიონის 9 საჯარო სკოლაში (ფოთი, ოზურგეთი, ამბროლაური, ნიქოზი, დიცი, ხურვალეთი, ახალქალაქი, დუისი, თბილისი) უკვე მოეწყო. 4,600-მდე მოსწავლე  აქტიურად იყენებს იდეათეკის სივრცეებს და იქ განთავსებულ რესურსებს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...