2 2 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Miami Ad School Europe- ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო

საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით სასტიპენდიო პროგრამების მხარდაჭერას განაგრძობს. უკვე მესამედ, კრეატიული მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წარმატებულ სკოლაში, Miami Ad School Europe-ში, საქართველოს ბანკის ყოფილი თანამშრომლის და ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო. 

მათ, ვინც არის  შემოქმედებითი, აქვს საინტერესო იდეები და სურს მიიღოს განათლება და გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს ბანკი Miami Ad School Europe -თან ერთად შესაძლებლობას აძლევს ისწავლოს ბერლინში Art Direction-ის, Copywriting-ისა და Creative Technology-ის 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე და მოიპოვოს 100%-იანი დაფინანსება.

სტიპენდიის მისაღებად, კონკურსანტებმა 1 ივნისამდე უნდა ჩააბარონ Miami Ad School Europe -  ში. სტიპენდიანტი ჟიურის ჩართულობით, ჩარიცხულ სტუდენტებს შორის გამოვლინდება.  ჟიურის წევრებს შორის საქართველოს ბანკის, MASE-სა და კრეატიული სფეროს კომპეტენტური წარმომადგენლები იქნებიან.

ვიდეოს სანახავად, ეწვიეთ ბმულს: https://fb.watch/cehrb_5LIk/

დამატებითი დეტალები სააპლიკაციო პროცესის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.miamiadschool.de/nikascholarship/  

„განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, უკვე გამოვლინდა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის 2 სტიპენდიანტი, რომელიც ბერლინში პორტფოლიო პროგრამაზე სრული დაფინანსებით იღებს განათლებას. MASE ციფრული მარკეტინგის, სტრატეგიული იდეების, კოპირაიტინგის, გრაფიკული დიზაინის, ფოტოხელოვნებისა და ინოვაციების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა მსოფლიოში. Miami Ad School Europe-ის პროტფოლიო პროგრამა 3 ძალიან საინტერესო მიმართულებას - Art Direction-ს, Copywriting-ს და Creative Technology-ის აერთიანებს. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა კიდევ მეტ ახალგაზრდას მივცეთ მსგავსი შესაძლებლობა და გავუხსნათ წვდომა უმაღლესი ხარისხის განათლებაზე. გვინდა წარმატება ვუსურვოთ მონაწილეებს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ამ და სხვა ინიციატივების ფარგლებში განათლების მხარდაჭერას“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ის და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, 2019 წელს დაარსდა. ნიკა 2014-2016 წლებში თავად სწავლობდა Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის მიმართულებით. Miami Ad School-ი 15 სარეკლამო სკოლის გლობალურ ქსელს აერთიანებს 10 ქვეყანაში და წარმოდგენილია ამერიკის შეერთებული შტატების, სამხრეთ ამერიკისა და ევროპის  მასშტაბით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...