2 2 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, მასშტაბური ტექნოლოგიური გადამზადების პროგრამა „500 ქალი ტექნოლოგიებში“ მიმდინარეობს

თიბისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს,

 რომლის თანახმადაც თიბისი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები ერთად

 არიან ჩართულები პროექტში - „500 ქალი ტექნოლოგიებში“.

პროგრამა, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება,  ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია — პროექტი 18 თვე გრძელდება და 500-ზე მეტ ქალს ახალი შესაძლებლობებისკენ გაუკვალავს გზას. პროგრამა მონაწილეების გადამზადებასა და დასაქმების ხელშეწყობას

 ითვალისწინებს. პროექტში მონაწილეობას იღებენ ქალები 16 წლიდან, იმისდა მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ ტექნოლოგიებში 

ცოდნა და გამოცდილება. პროგრამაში ქალები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ერთვებიან მათთვის საინტერესო

 მიმართულებით. ეს პროგრამებია:

  • Front-end დეველოპმენტი;
  •  Back-end დეველოპმენტი;
  •  UI/UX დიზაინი;
  •  გრაფიკული დიზაინი;
  •  ციფრული მარკეტინგი;
  •  ციფრული პროდუქტების ტესტირება;
  •  და სხვა. 

ტექნოლოგიური მოდულების გარდა, პროგრამა ქალებს ინგლისური ენის ინტენსიურ კურსებსა და კარიერულ ბუთქემფს სთავაზობს.

 ქალები გაივლიან ტრენინგებს ლიდერობის, გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნების, მეწარმეობის, ბიზნეს კომუნიკაციისა

 და კარიერული დაგეგმვის მიმართულებით.

კარიერული განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი პროგრამის პარტნიორი - თიბისია.  თიბისი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, ამ

 პროგრამაში ჩართულ ქალებს IT აკადემიაში გადამზადებას სთავაზობს.

„ტექნოლოგიები ის მიმართულებაა, სადაც ჩვენ ვხედავთ მომავალს და განვითარების უდიდეს პოტენციალს. ჩვენი მიზანია, რომ 

ხელი შევუწყოთ ქალებს, გაიკვალონ კაერიერული გზა ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად დარგში და შესაბამისად

 შევქმნათ ტექნოლოგიური ტალანტი. თიბისი IT აკადემიის ბაზაზე მონაწილეებს საშუალებას მისცემს შეიძინონ უნიკალური ცოდნა

 და გამოცდილება, რომელიც მათ ტექნოლოგიური მიმართულებით პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. ტექ-ინდუსტრიაში ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენა და მათი გაძლიერება თიბისისთვის უაღრესად პრიორიტეტული

 საკითხია“, - აცხადებს გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის განვითარების  ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ თიბისის IT აკადემია 2019 წლიდან ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს თეორიულ ცოდნასა და 

პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს და კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. თიბისი არის ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგიური დამსაქმებელი, რომელიც მომავალი თაობის გადამზადებაში უდიდეს როლს ასრულებს.  

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...