0 7 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ლიბერთი ჯანსაღი ცხოვრებისთვის

 ლიბერთის მხარდაჭერით თბილისში SPORTFEST  მიმდინარეობს  

დღეს, ლიბერთის მხარდაჭერითა და პარტნიორობით,  

დედაენის ბაღში პირველი სპორტული ფესტივალი – SPORTFEST  დაიწყო.

 

ფესტივალი პირველად 2022 წელს ჩატარდა და  მასში მონაწილეობა 60-ზე მეტმა სპორტულმა ორგანიზაციამ და 15000 ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. ფესტივალის მიზანია, გააერთიანოს სპორტის ენთუზიასტები, პროფესიონალები, გულშემატკივრები და სპორტული ორგანიზაციები.

ლიბერთი, SPORTFEST-ის მხარდაჭერით, საშუალებას აძლევს ნებისმიერი თაობის ადამიანს გაეცნოს სპორტის სხვადასხვა სახეობას, შეხვდეს ცნობილ სპორტსმენებს და მრავალფეროვანი აქტივობებით გაერთოს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად.

წელს ფესტივალი უფრო მასშტაბურია და  სტუმრებისთვის მზად არის  სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის განკუთვნილი სივრცეები,  სპორტული მოედნები, სცენა  სპიკერებისთვის და  საბავშვო გასართობი და კვების ზონები.

ფესტივალზე ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია ჩაერთოს მეგობრულ და მხიარულ პაექრობებში. ფესტივალს ესწრებიან გულშემატკივრებისთვის საყვარელი, ცნობილი სპორტსმენები. სპორტფესტის მიზანია შეკრიბოს ყველა თაობის ადამიანი და დააინტერესოს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესით.

 ფესტივალის პირველ დღეს, 23 სექტემბერს, ლიბერთის სივრცეში, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი,  საჭადრაკო ოლიმპიადის ხუთგზის ჩემპიონი,  ნანა იოსელიანი საჭადრაკო დაფასთან ერთდროულად შეხვდება სხვადასხვა ასაკის მოთამაშეებს. ამავე დღეს, ლიბერთის სივრცეში, საქართველოს ჩემპიონი, 12 წლის ერეკლე ტაბატაძე,  ერთდროულად შეეჯიბრება ჭადრაკის მოყვარულებს.

ფესტივალის მეორე დღეს, 24 სექტემბერს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი,  საჭადრაკო ოლიმპიადის თერთმეტიგზის ჩემპიონი და პირველი ქალი საერთაშორისო დიდოსტატი ვაჟთა შორის, ნონა გაფრინდაშვილი ერთდროულად შეხვდება ჭადრაკის პროფესიონალ და მოყვარულ მოთამაშეებს.

ფეხბურთის მოყვარულებს, ლიბერთის სივრცეში, მინი ფეხბურთის მოედანზე, ქალთა საფეხბურთო კლუბ "ლანჩხუთის" ფეხბურთელი გოგონები უმასპინძლებენ.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ორი დღის მანძილზე, 23 და 24 სექტემბერს სპორტული აქტივობები 12:00 საათიდან და 20:00 საათამდე გაგრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...