2 3 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ტექნოლოგიურმა გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში - AutomationSTAR 2024 მიიღო მონაწილეობა

თიბისი აგრძელებს საკუთარი გუნდის ცოდნისა და გამოცდილების ამაღლებაზე ზრუნვას.

ამჯერად, კომპანიამ ვენაში, ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულებით, ერთ-ერთ ყველაზე დიდ კონფერენციაზე - AutomationSTAR 2024 დასწრების შესაძლებლობა ტესტირების ავტომატიზაციის 10 ინჟინერს მისცა.  ტექ ტალანტებით დაკომპლექტებულმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო არაერთს საინტერესო სემინარში, რაც მათი ცოდნისა და გამოცდილების გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

AutomationSTAR 2024, რომელიც მრავალფეროვანი, საინტერესო თემებითა და სპიკერებით გამოირჩევა, დამსწრეებს უახლესი ტექნოლოგიების შესწავლის, პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და ინდუსტრიის ლიდერებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს.

“თიბისი ორიენტირებულია თანამშრომლების განვითარებასა და პროფესიული ზრდის მიმართულებით ინვესტირებაზე, რათა უზრუნველყოს კომპანიის წარმატება და ინოვაციურობა. ეს აძლიერებს, როგორც ჩვენს მოტივაციას, ისე - კომპანიის კონკურენტუნარიანობას”, - აღნიშნავს თიბისის ტესტირების ავტომატიზაციის ინჟინერი, გიგა კობახიძე.

AutomationSTAR 2024-მა დამსწრე აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ტესტირების მომავალი ხელოვნური ინტელექტის ათვისებასა და გუნდურ მუშაობაშია. განვითარებად ტექნოლოგიურ გარემოში, წარმატება  არა მხოლოდ ახალი ინსტრუმენტებისა და ტექნიკის ათვისებას, არამედ ისეთი გარემოს შექმნას გულისხმობს, რომელიც ხელს უწყობს განვითარებას, თანამშრომლობასა და ინოვაციურობას.

 

 

 

 

 

 

 



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 13:25

    თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯ...

    თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას. 2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა: ● თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა; ● ლოკალურ...

  • 10:59

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება...

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებს საინტერესო თემატიკის შეხვედრებზე დასწრების შესაძლებლობა 2025 წელსაც ექნებათ.   თებერვლის თვეში, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი ტრენერების ...

  • 14:56

    „თეგეტა მოტორსში“ ზამთრის საბურავებზე 30%-იანი ფას...

    ცივ სეზონზე ავტოსაგზაო შემთხვევის რისკი იზრდება, რაც ხშირ შემთხვევაში ავტომობილის არასათანადოდ აღჭურვითაა გამოწვეული. უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საბურავია, რა...

  • 18:09

    FinOps თიბისიში - ფინანსური ეფექტურობა და ოპერაციუ...

    ინოვაციური მიდგომები და უწყვეტი განვითარება თიბისის ორგანიზაციული კულტურაა, რომლის ნათელი მაგალითია FinOps პრაქტიკის დანერგვა. იგი ფინანსების, IT-ისა და ბიზნესის გუნდებს აერთიანებს, რათა მათ ღრუბლოვა...