0 0 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

შვეიცარიის წამყვანმა ინსტიტუტმა, IMD თიბისის წარმატებაზე case study გამოაქვეყნა

თიბისი ჯგუფის წარმატების ისტორია მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტის სასწავლო მასალად იქნება გამოყენებული. Case study-ში, რომელიც ცნობილმა საერთაშორისო ბიზნესსკოლამ, IMD გამოაქვეყნა, დეტალურადაა განხილული, როგორ გარდაიქმნა თიბისი, ადგილობრივი ბანკიდან, რეგიონში, ფინანსური სერვისების მომწოდებელ ლიდერ კომპანიად.  

  

IMD უკვე 50 წელზე მეტია, სხვადასხვა ცნობილი, საერთაშორისო ბრენდის შესახებ აქვეყნებს  casy study-ს. ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი, ინოვაციური და მაღალი ხარისხის ანალიტიკური ინფორმაცია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით, არაერთ  უნივერსიტეტში ასწავლიან. წლების განმავლობაში, IMD-ის case study ისეთ  კომპანიებსა და ბრენდებზე აქვს გამოქვეყნებული, როგორებიცაა: Apple, Amazon, Mastercard, ING, GE, Philips, adidas და სხვა, რისთვისაც შვეიცარიულ ინსტიტუტს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. 

  

IMD-ის მიერ თიბისის წარმატებაზე გამოქვეყნებულ case study-ში აღწერილია კომპანიის წარმატება  ჯერ, ადგილობრივ ბაზარზე, საქართველოში  და შემდეგ უკვე, საერთაშორისო მასშტაბით, უზბეკეთში, სადაც  წამყვანი ციფრული საბანკო ეკოსისტემა შექმნა. Case study-ში ასევე, განხილულია თიბისის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგია და ის რეკორდული შედეგი, რასაც ბანკმა უზბეკეთში, რამდენიმე წელიწადში მიაღწია. თიბისი ამ დროისთვის, უზბეკეთში, 18 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება, რაც მოსახლეობის თითქმის ნახევარია და ეს შედეგი წლიდან წლამდე იზრდება.  

  

„მოხარული ვართ, რომ IMD-მ თიბისის მიმართ ინტერესი გამოიჩინა და დეტალური კვლევა მოამზადა კომპანიის განვლილ გზაზე, ადგილობრივი ქართული ბანკიდან ლიდერ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტამდე. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას და ვრჩებით ჩვენი სტრატეგიის  ერთგულნი - მუდმივად ვეძებთ ზრდისთვის ახალ შესაძლებლობებს, მათ შორის საინტერესო ბაზრის ათვისების მიმართულებით. თიბისი ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანიაა და იმედი მაქვს, ჩვენი ისტორია IMD-ის სტუდენტებისთვის ინსპირაციად იქცევა“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.  

  

IMD-ის მიერ თიბისის წარმატების შესახებ გამოქვეყნებული case study ინსტიტუტის ვებ-გვერდზე უკვე ხელმისაწვდომია: IMD case study about TBC 

 

  

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები