თიბისის პარტნიორმა, „ASBC საქართველომ“ აუდიოსისტემ...
აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” გაიხსნა. ეს Bang & Olufsen-ის პირველი სავაჭრო სივრცეა რეგიონში, რომელიც თიბისის ...
|
„თეგეტა“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის ოფიციალური წარმომადგენელია და მეზობელი ქვეყნის ბაზარს იაპონური ბრენდის მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკისათვის განკუთვნილი საბურავებით ამარაგებს. შეთანხმება მიმდინარე წლის იანვარში შევიდა ძალაში. Bridgestone-თან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ქართულმა კომპანიამ პარტნიორებსა და მომხმარებელს ბაქოში გამართულ ღონისძიებაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში მდებარე სასტუმრო Four Seasons-ში ღონისძიებას, „თეგეტასა“ და Bridgestone-ის დელეგაციებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესწრეებისა და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „მოხარულები ვართ და გვეამაყება, რომ პრემიუმ ბრენდსა და ჩვენს 26-წლიან პარტნიორს, Bridgestone-ს უკვე აზერბაიჯანულ ბაზარზეც წარმოვადგენთ. Bridgestone ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდია, რომელმაც კავკასიის რეგიონში ბიზნესსაქმიანობა „თეგეტასთან“ პარტნიორობით დაიწყო და დღეს უკვე რეგიონული დილერობაც ჩვენ გვანდო. დღევანდელ შეხვედრაზე ოფიციალური დილერობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ „თეგეტას“ ხედვები ჩვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებს წარვუდგინეთ.
„თეგეტა“ მუდმივად ზრუნავს ბიზნესის გაფართოებაზე და ამასთან ერთად, მაღალი ხარისხითა და სანდოობით გამორჩეულ პროდუქციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდით რეგიონში საავტომობილო სფეროს განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენი მიზანია, ავტოინდუსტრიის სექტორში ყველა კომპონენტი თუ მიმართულება ეტაპობრივად ავითვისოთ და რეგიონის მასშტაბით კიდევ უფრო მეტად გავიმყაროთ პოზიციები, როგორც სანდო მიმწოდებელმა და პარტნიორმა, რომელსაც ბიზნესსაქმიანობის 30-წლიანი გამოცდილება აქვს”.
ბაქოში გამართულ ღონისძიებაზე, საერთო ჯამში, 150-მა სტუმარმა ყველა იმ სერვისისა და მომსახურების შესახებ მიიღო ინფორმაცია, რასაც „თეგეტა მოტორს ბაქო“ მეზობელი ქვეყნის ბაზარს Bridgestone-თან თანამშრომლობით სთავაზობს.
სამუელ მასარდი, Bridgestone Middle East, CIS & PAF რეგიონული დირექტორი: „თეგეტასთან პარტნიორობის გაფართოება ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს შესაძლებლობას გვაძლევს Bridgestone-ის პრემიუმ საბურავები კავკასიის რეგიონის ბაზარზს შევთავაზოთ. ამიერიდან ჩვენი ერთგულება ხარისხის, უსაფრთხოებისა და ინოვაციების მიმართ კიდევ უფრო მეტ მომხმარებელამდე მიაღწევს. „თეგეტასთან“ 26-წლიანი პარტნიორობა ხაზს უსვამს ჩვენს საერთო ინტერესებს, გავზარდოთ ხელმისაწვდომობა უმაღლესი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებზე.“
„თეგეტა მოტორსი“ ბაქოში უკვე თითქმის 10 წელია წარმატებით ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს საცალო, კორპორაციული და საბითუმო მიმართულებით სრულ საავტომობილო მომსახურებასა და პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. მიმდინარე წელს „თეგეტა მოტორსი“ აზერბაიჯანში Bridgestone-ის წარმოების 100 000 საბურავის რეალიზაციას აპირებს. ამასთანავე, იგეგმება ფილიალების ქსელის ეტაპობრივი გაფართოებაც.
ალექსანდრე ბეროშვილი, „თეგეტა მოტორს ბაქოს“ დირექტორი: „დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთი დასტურია იმ მჭიდრო თანამშრომლობის, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანის ბიზნესსექტორებს შორის სულ უფრო ვითარდება. „თეგეტა მოტორსის“ პირველი წარმომადგენლობა 2017 წელს გაიხსნა ბაქოში და მას შემდეგ, მომხმარებელს მაღალი ხარისხის ავტოსერვისითა და პროდუქციით უზრუნველვყოფთ. ახლა უკვე შესაძლებლობა გვაქვს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, მოქალაქეებს Bridgestone-ის მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის საბურავები მივაწოდოთ. ჩვენი სამიზნე აუდიტორიაა როგორც საცალო, ისე საბითუმო მომხმარებელი და ის კომპანიები, რომლებიც სამთო-მომპოვებელ თუ ლოგისტიკურ საქმიანობას ეწევიან. პროდუქციასთან ერთად, მათ საბურავების მონტაჟსა და საგარანტიო მომსახურებასაც ვთავაზობთ, რაც სატვირთოების შემთხვევაში გარბენის მიხედვით განისაზღვრება. ვცდილობთ, გავაფართოოთ მიწოდების ჯაჭვი და მეტად ხელმისაწვდომი და მოქნილი გავხადოთ მომსახურება“.
ცნობისათვის, Bridgestone-სა და „თეგეტას“ შორის პირველი გარიგება 1998 წელს შედგა და პირველი შეკვეთა მხოლოდ 500 ერთეულ საბურავს ითვალისწინებდა. ამასთანავე, სწორედ Bridgestone-ის ბრენდთან თანამშრომლობით დამკვიდრდა საქართველოში ზამთრის საბურავის გამოყენების პრაქტიკა, რამაც უსაფრთხო გადაადგილებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
Bridgestone 30-მილიარდიანი შემოსავლით 150-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. მის პორტფელში დიდი წილი უჭირავს ქართულ კომპანიას, „თეგეტას“, რომელიც დღეს მსოფლიო ბრენდის სანდო პარტნიორი და რეგიონის მასშტაბით საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერია.
აუდიოსისტემების პრემიალური ბრენდის, Bang & Olufsen-ის შოურუმი სავაჭრო ცენტრ “გალერია თბილისში” გაიხსნა. ეს Bang & Olufsen-ის პირველი სავაჭრო სივრცეა რეგიონში, რომელიც თიბისის ...
20-21-22 ივნისს, თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას - Global Tech Weekend Tbilisi 2025-ს უმასპინძლებს, რომელიც, ქართველ და უცხოელ სტუმრებს ტექნოლოგიების სფეროში ისეთი მი...
თიბისი კონცეპტი ერთგულ მომხმარებლებს მუდმივად ანებივრებს მათ საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი შეთავაზებებით, განსაკუთრებით კი, დასვენების და ჯანსაღი ცხოვრების კატეგორიებში, ამიტომ მათ წინანდლის ...
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ლეგენდარული ნანა ბრეგვაძის, ვინილი და მისი ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნი გამოიცა. თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერს პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ...
ფეხბურთი ის სპორტია, რომელიც მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს ერთი მოედნის ნაწილად გვაქცევს. თითოეული ჩვენგანი მეთორმეტე მოთამაშედ ვემატებით და დროის ამოწურვამდე, ნებისმიერ ემოციას უშუალოდ განვიცდით. ...
ქობულეთიდან 9 კილომეტრით დაშორებულ სოფელ გვარაში, ჯემალ ცეცხლაძის ოჯახს ლურჯი მოცვი 28 ჰექტარზე მოჰყავს და გაფართოებასაც აპირებს. მოცვი ჩვენთან პირდაპირი მნიშვნელობით ახალი ხილია, რადგან საქარ...
ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის ფარგლებში, თიბისი წარმოგიდგენთ მრავალი ჯილდოს მფლობელების ფოტოგრაფ ბაირონ სმიტის და ფოტოჟურნალისტის ჯაილზ კლარკის ლექციებს და საგანმანათლებლო შეხვედრებს.  ...
მაისი 2025 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები