1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ქალთაგაძლიერებისთვის

• „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“, რომლისთვისაც ქალების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, გოგოებისსამეწარმეო ბანაკის აქტივობებში ჩაერთო

 

• სოფელ კაცხში გამართული შეხვედრის ფარგლებში გათამაშება გაიმართა. ორმა მონაწილემ ექსკავატორ-დამტვირთველის  ოპერატორის მოსამზადებელი ტრენინგისთვის დაფინანსება მიიღო. გოგოები ცოდნას „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე გაიღრმავებენ

             

გოგოების სამეწარმეო ბანაკი, ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ორგანიზებით, წელს უკვე მესამედ მოეწყო. პროექტი ქალთა სამეწარმეო გაძლიერებას ისახავს მიზნად. მასში აქტიურად იყვნენ ჩართული გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი ორგანიზაციები და კომპანიები, მათ შორის - „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“და ასევე „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი „თეგეტა აკადემია“.

კომპანიის წარმომადგენლებმა ბანაკის მონაწილე გოგოებთან გენდერის მიმართულებით არსებულ სტერეოტიპებზე ისაუბრეს - კერძოდ, რა გავლენას ახდენს საზოგადოებაში დამკვიდრებული სხვადასხვა სტიგმა გოგოების ცხოვრებაზე, მათ მომავალსა და პროფესიულ არჩევანზე. ტრენინგი ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. გამოიკვეთა ის პროფესიები, რომელთა მიმართაც გოგოების ინტერესი მაღალია და ასევე ყურადღება გამახვილდა იმ უნარებსა და შესაძლებლობებზე, რომლებიც ადამიანებს პროფესიული წინსვლისთვის სჭირდებათ, თავიანთი გენდერული იდენტობის მიუხედავად. 

 

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი თეგეტასა“ და „თეგეტა აკადემიის“ წარმომადგენლები ჭიათურაში, მულტიფუნქციურ ცენტრში სამეწარმეობანაკის მონაწილე გოგოებს შევხვდით. მოვუყევით მათ ჩვენი კომპანიის, მისი განვითარების შესახებ; ვუამბეთ, რა პროექტები გვაქვს ქალების გაძლიერების კუთხით, გავუზიარეთ პირადი მაგალითები; ვისაუბრეთ იმაზე, რომ პროფესიას არ აქვს სქესი და ადამიანმა საქმიანობის სფერო უნდა აირჩიოს არა სტერეოტიპულად დიფერენცირებული გენდერული კუთვნილების მიხედვით, არამედ საკუთარი სურვილებისა და ინტერესების შესაბამისად. პირადად მე გოგოებს ჩემი პირადი მაგალითი და გამოცდილება გავუზიარე. ვესაუბრე, რა გზა გავიარე საავტომობილო სფეროში, რა გამოწვევებიშემხვდა და რამდენად რთული იყო მათთანგამკლავება. საინტერესო გახლდათ მათი პოზიციის მოსმენა, გავცვალეთ იდეები ქალთა გაძლიერებისა და ხელშეწყობის შესახებ“. 

 

ტრენინგის  დასასრულს გათამაშების შედეგად შერჩეულ ორ მონაწილეს „თეგეტა აკადემიამ“ ექსკავატორ-დამტვირთველის  ოპერატორის მოსამზადებელი ტრენინგი დაუფინანსა. სწავლის პროცესი სრულად „თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე წარიმართება.

გოგოების სამეწარმეო ბანაკის მოწყობის მთავარი იდეაა, ხელი შეუწყოს გოგოებსა და ქალებს უპირობოდ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, თავად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი და პირადი ინტერესის გათვალისწინებით აირჩიონ პროფესია.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ორგანიზაცია „გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების“ (WEPs) ხელმომწერი 2022 წელს გახდა. ამ გადაწყვეტილებით კომპანიამ დაადასტურა მზაობა, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს ძალადობის მსხვერპლი  ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროცესში, იზრუნოს ქალთა მხარდაჭერაზე და სამუშაო სივრცეში ქალთა და მამაკაცთა უფლებების თანაბარ დაცვაზე. 

 

---

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...