0 3 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის პარტნიორმა კომპანიამ PUZZ-ი ბათუმში სტენდ-მაღაზია გახსნა

 

კომპანია „ფაზი“, რომელიც თიბისის მხარდაჭერით მესამე წელია მომხმარებელს ფაზლების, სამაგიდო თამაშებისა და ლეგო/კონსტრუქტორების დიდ არჩევანს სთავაზობს, უკვე ბათუმი მოლში, სტენდის სახითაა წარმოდგენილი.

ნულიდან დაწყებული პროექტისა და მისი წარმატების შესახებ, „ფაზის“ დამფუძნებელი, გიორგი ბახუტაშვილი გვიყვება:

“ჩვენი თავდაპირველი იდეა ფაზლებს უკავშირდებოდა, რაც გულისხმობდა სურათების დაფაზვლის მომსახურებას - მომხმარებელი გამოგვიგზავნიდა მისთვის სასურველ ფოტოს და ჩვენ უნდა დაგვეფაზლა, თუმცა ამ მიმართულებით ბრენდის განვითარება დასაწყისში ძალიან გაგვიჭირდა, რადგან დიდ ფინანსებთან იყო კავშირში. ცოტა ხნით გადავდეთ და ფაზლებისა და სამაგიდო თამაშების ონლაინ მაღაზია შევქმენით, რომელიც 500-მდე დასახელების ფაზლსა თუ სამაგიდო თამაშს აერთიანებს. ჩვენი ყოველდღიურობა სოციალური ქსელებითაა მოცული, სამაგიდო თამაშები კი იდეალური გზაა მეგობრებთან ერთად გართობის, ახალი სამყაროს შეცნობისა და დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვისთვის.  ჩვენი კონცეფციაც სწორედ გონების ვარჯიში და სტრესის მოხსნის თამაშით გადაწყვეტაა.

იქიდან გამომდინარე რომ ბიზნესი ცარიელი ფურცლიდან დავიწყეთ, მის განსავითარებლად დამატებითი ინვესტიციის მოზიდვა იყო საჭირო. 2021 წელს თიბისი სტარტაპერს მივმართეთ. სტარტაპერის მხარდაჭერით გავამრავალფეროვნეთ პროდუქცია და შევქმენით კომპანიის ვებგვერდი https://puzz.ge/, რომელზეც მომხმარებელს შეუძლია დაათვალიეროს, აირჩიოს და გამოიწეროს მისთვის სასურველი პროდუქტი, სწრაფი მიტანის სერვისის მეშვეობით კი მომხმარებელი გამოწერილ პროდუქტს თბილისში იმავე ან მომდევნო დღეს იღებს, ხოლო რეგიონებში 2-3 სამუშაო დღეში.

ოთხი თვეა, რაც თიბისის მხარდაჭერით ბათუმი მოლში სტენდ-მაღაზია გავხსენით. ეს დიდი ნაბიჯია ჩვენთვის და იმედი გვაქვს, რომ ბათუმშიც გავუწევთ პოპულარიზაციას ჩვენს მიმართულებას. წლის ბოლომდე კი უკვე თბილისში ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში ვგეგმავთ ასევე სტენდ-მაღაზიის გახსნას, რაც ჩვენს მომხმარებელს მეტ კომფორტსა და ადგილზე პროდუქციის დათვალიერების საშუალებას მისცემს.

„ფაზისთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გონების გასავარჯიშებელი თამაშების რეალიზაცია, ამიტომ აქტიურად ვთანამშრომლობთ სკოლებთან და სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან, რომლებსაც ვთავაზობთ ინტელექტუალურ სამაგიდო თამაშებს. ასეთი თანამშრობლობა მოტივაციას  გვაძლევს, ეს მიმართულება კიდევ უფრო დავხვეწოთ.

ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ხარისხსა და მომხმარებლის მოთხოვნაზე, ამიტომ ვცდილობთ, შევთავაზოთ მათ მსოფლიოში ცნობილი ისეთი სამაგიდო თამაშები, როგორიცაა „კატანი“, „დიქსითი“, “ავალონი“, ცნობილი მხატვრების ვან გოგისა, და ფრიდა კალოს ნახატების ფაზლები, სტადიონებისა 3D მაკეტები და ლეგოს ბრენდის  კონსტრუქტორები.

სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიას განსხვავებულ არჩევანს ვთავაზობთ: - დაწყებული ორდეტალიანი ფაზლით, რომელსაც ორი წლის ბავშვიც გაუმკლავდება, დამთავრებული კომპლექსური სამაგიდო თამაშებით, რომლებიც ხშირად იზიდავენ ზრდასრულებს.

ოქტომბრიდან უკვე შევძლებთ მომხმარებლის გამოგზავნილი ფოტოების ფაზლად ქცევას, რაც ძალიან გვახარებს, რადგან სწორედ ამ იდეით შევქმენით ბრენდი და ცოტა დაგვიანებით, მაგრამ 3 წლის შემდეგ მაინც შევძელით მისი განხორციელება.

ნოემბერში ფაზი 3 წლის ხდება და წინ დიდი გეგმები და განვითარების გზები გვაქვს. თიბისისთან ჩვენი ურთიერთობა, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება, რადგან სტარტაპი მათთან ერთად დავიწყეთ და ჩვენი ყველა სიახლეც თიბისის უკავშირდება.

ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ თავიანთი იდეების განხორციელებას, ვურჩევდი, იდეის დაბადების შემდეგ მალევე იმოქმედონ მათი სისრულეში მოყვანისთვის. ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ თანმიმდევრული, შრომითა და განვითარების უწყვეტი სურვილით ყველაზე რთული იდეების ხორცშესხმაც შესაძლებელია.“

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 17:56

    დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ - თიბისი კონცეპტის და გალერ...

    12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს. მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში, ...

  • 12:07

    თიბისი კამპუსის განათლების პროგრამები იწყება...

    თუ ხარ 18-დან 24 წლის, არ აქვს მნიშვნელობა საქართველოს რომელ კუთხეში ცხოვრობ, ეს შენი შანსია დაეუფლო ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და თიბისი კამპუსში, სრულიად უფასოდ ისწავლო ბიზნესის და ტექნოლოგიური მ...

  • 10:49

    PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდარტთან შესაბამი...

    PSP ფარმამ GDP სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი უკვე მეორედ, წარმატებით გაიარა და მიენიჭა „კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის“ შესაბამისობის სერტიფიკატი.     მსოფლიოს განვითარებული ქვ...

  • 10:42

    „ჭიქა“ — კაფე საკუთარი წარმოების ყავითა და საკონდი...

    კაფე „ჭიქას“ შექმნის ამბავი ზუსტად გვახსენებს, რომ რაიმეს დასასრულს ყოველთვის რაღაც ახალი მოსდევს. ყველაფერი რთულ დროს დაიწყო — მაშინ, როცა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია იყო გავრცელ...

  • 11:41

    ქართული რაგბის არქიტექტორი...

    მსოფლიო რაგბი ლეგენდარულ კლოდ სორელს ემშვიდობება - ფრანგ მორაგბესა და მწვრთნელს, რომელიც 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. სორელი საფრანგეთის ქალაქ ბეზიეში, 1948 წლის 17 აპრილს დაიბადა და როგორც ფრანგულ, ი...

  • 11:32

    თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმარ...

    თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 10-13 აპრილს ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. თბილისი წიგნის ბაზრობა - ეს არის ადგილი, სადაც ყველა თაობის ადამიან...

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...