0 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ - წლის მთავარი სპორტული მოვლენის ფინიშის ხაზთან

 

საქართველომ ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის 2023 წლის ჩემპიონატს წარმატებით უმასპინძლა და მსოფლიო სპორტულ რუკაზეც საპატიო ადგილი დაიკავა.  წლის მთავარი სპორტული სანახაობის ერთ-ერთი სპონსორი „მაზდა ცენტრი თეგეტა“  იყო.

 

იაპონური ბრენდი ბაკურიანში, მთავარ საშეჯიბრო ტრასასთან საგანგებოდ მოწყობილი ინსტალაციით წარდგა. თხილამურებით გაფორმებული „მაზდა CX5“ მონაწილეებს ფინიშის ხაზთან ელოდა.

 

თამარ ხოსროშვილი, „მაზდა ცენტრი თეგეტას“ მარკეტინგის მენეჯერი: ვფიქრობ,მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება, რომელიც წელს ბაკურიანში გაიმართა, ქვეყნის მთის კურორტებისა და სამთო სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს. მიხარია, რომ ამ დიდ საქმეში მაზდა ცენტრი თეგეტას საკუთარი ლილი შეაქვს. ჩვენთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისება ერთ-ერთი პრიოიტეტია. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონატის განმავლობაში მონაწილეებსა თუ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, კიდევ უფრო დეტალურად გაცნობოდნენ მაზდას უახლეს მოდელს, Mazda CX5-ს. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ საკმაოდ დიდი თოვლის პირობებში მაზდამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რთული კლიმატმისთვის დაბრკოლება არ არის“.

 

წლის ყველაზე ექსტრემალური ჩემპიონატი ბაკურიანში 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა, სადაც 42 ქვეყნიდან 700-ამდე  სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ პირველობისთვის შვიდ სახეობაში იასპარეზეს.

კურორტის სტუმრებისთვის წლის მთავარი სპორტული მოვლენა სანახაობრივი და მრავალფეროვანი იყო, რაშიც აქტიურად მონაწილეობდა „მაზდა ცენტრი თეგეტა“.

 

--

„მაზდა ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია იაპონური ბრენდის ერთადერთი ავტორიზებული იმპორტიორია საქართველოში. კომპანია ქართველ მომხმარებელს, Mazda-ს ბრენდის ახალი ავტომობილების გარდა, ორიგინალ ნაწილებსა და საგარანტიო სერვისსაც სთავაზობს. კომპანია მომხმარებელს თბილისისა და ბათუმის შოურუმებში უწევს მომსახურებას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 09:47

    მიზანი 100%-ით შესრულდა - ბორჯღალოსნები მსოფლიო თა...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ესპანეთთან გამარჯვებით დაასრულა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ნახევარფინალისა და ფინალის მასპინძლობის უფლებაც მოიპ...

  • 15:28

    თიბისის მხარდაჭერით, Svaneti Freeride Week Junior ...

    13 თებერვალს, Svaneti Freeride Week Junior-ის ერთვარსკვლავიანი ტურნირით, სვანეთის ფრირაიდ კვირეული ოფიციალურად დაიწყო. ზედიზედ მეორე წელია, თიბისი ახალგაზრდა ქართველი ფრირაიდერების აქტიური მხარდამჭერ...

  • 15:25

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 ...

    ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის წევრმა 8 კომპანიამ, თიბისის მხარდაჭერით, ინდოეთის ქალაქ მუმბაიში, საერთაშორისო გამოფენაში - MEWA INDIA 2025 მიიღო მონაწილეობა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდეს...

  • 10:40

    თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქო...

    თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს.   ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება ...

  • 18:43

    გაიგე რა შეთავაზებები მოგიმზადათ თიბისი კონცეპტმა ...

    თიბისი კონცეპტმა ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათ სურვილებზე მორგებული და მრავალფეროვანი შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 14 თებერვალს, თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით ICI PARIS-სა და Voule...

  • 18:38

    საბურავები, ზეთები, აკუმულატორები და ავტონაწილები ...

    დაბალი ტემპერატურა ავტომობილის დეტალებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, შესაბამისად, მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა უსაფრთხო და კომფორტული მგზავრობისთვის გადამწყვეტია. კრიტიკულ...

  • 13:23

    „Zeekr საქართველომ“ ქართულ ბაზარს ახალი მოდელი - Z...

    Zeekr 009 უკვე „Zeekr საქართველოს“ პორტფელშია. მაღალტექნოლოგიური ბრენდის პირველი ავტომობილები ქართველმა მომხმარებელმა წინასწარი შეკვეთით ჯერ კიდევ ოფიციალურ წარდგენამდე შეიძინა. დახვ...