2 1 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Volvo-მ თებერვალში 50,315 ავტომობილი გაყიდა

50,315 გაყიდული ავტომობილი მსოფლიოს მასშტაბით ერთ თვეში - ასეთია თებერვლის მონაცემები, რომლებსაც  Volvo cars ავრცელებს. კომპანიის ისტორიაში პირველად, გაყიდულ ავტომობილებს შორის ყველაზე მაღალი ელექტრიფიცირებული მოდელების წილი აღმოჩნდა. საუბარია როგორც სრულად ელექტრულ, ისე ჯამურად ელექტრულ და plug-in ჰიბრიდულ ავტომანქანებზე. კომპანიაში ამ ისტორიულ შედეგს ახალი, EX30 (SUV-ის) გაზრდილი გაყიდვებით ხსნიან.

სრულად ელექტრული ავტომანქანების წილმა თებერვალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით  გაყიდული მანქანების 22% შეადგინა, ხოლო სრულად ელექტრული ავტომანქანებისა და plug-in ჰიბრიდების ჯამური გაყიდვები 44%-ს გაუტოლდა.

ევროპის ქვეყნებში გაყიდვების მაჩვენებელი, გასული წლის თებერვალთან შედარებით, 26%-ით გაიზარდა და, ჯამში, 26,773 ავტომობილი შეადგინა. სრულად ელექტრული ან ძალური გადაცემის მქონე plug-in ჰიბრიდული ავტომანქანების გაყიდვები - 18%-ით, ხოლო სრულად ელექტრული ავტომანქანების გაყიდვები, გასული წლის თებერვალთან შედარებით, 31%-ით გაიზარდა.

ჩინეთში 7,911 ავტომობილი გაიყიდა, რაც 39%-ით ნაკლებია 2023 წლის თებერვლის მაჩვენებელთან  შედარებით. გაყიდვების შემცირებას  მთვარის ახალი წლის დღესასწაულს უკავშირებენ,  რომელიც ქვეყანამ სწორედ თებერვალში აღნიშნა.

რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, აქ 2024 წლის თებერვალში, ჯამში, 7,920 ავტომანქანა გაიყიდა, რაც გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით 7%-ით ნაკლებია. 2023 წლის თებერვალთან შედარებით, სრულად ელექტრული ან ძალური გადაცემის მქონე plug-in ჰიბრიდული ავტომანქანების გაყიდვები 6%-ით გაიზარდა და  ამერიკის შეერთებულ შტატებში გაყიდული ავტომანქანების 32% შეადგინა.

2023 წლის დეკემბერში Volvo Cars-მა სრულად ელექტრული ავტომანქანების ოჯახის ახალი წევრი -  EX30 წარადგინა. 2024 წლის პირველ ორ თვეში ჯამური გაყიდვების რიცხვი 5,863 ერთეული იყო. აღნიშნული ავტომანქანების მომხმარებლებისთვის მიწოდება ევროპაში, იაპონიასა და ბრაზილიაში დაიწყო, რასაც მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში სხვა ბაზრებიც შეუერთდება.

მსოფლიო მასშტაბით, თებერვალში Volvo XC60 ისევ ყველაზე გაყიდვად მოდელად დარჩა. გაყიდვების რაოდენობამ 16,026 ავტომანქანა შეადგინა. მას XC40 მოჰყვება, 13,193 ავტომანქანის  გაყიდვებით. მესამე ადგილს კი მოდელი XC90 იკავებს, 7,299 გაყიდული ავტომანქანით.

2023 წლის განმავლობაში Volvo Car Group-ის ძირითადმა საოპერაციო მოგებამ რეკორდულ მაჩვენებელს - 25,6 მილიარდ შვედურ კრონას მიაღწია. კომპანიის შემოსავალი გასულ წელს რეკორდული - 399,3 მილიარდი შვედური კრონა იყო, ხოლო გლობალური გაყიდვების რიცხვი ასევე რეკორდული - 708,716 ავტომანქანა.

Volvo Car Group-ის შესახებ: კომპანია Volvo Cars  1927 წელს დაარსდა. დღეს ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საავტომობილო ბრენდია, რომლის მიერ წარმოებული ავტომანქანები 100-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. Volvo Cars-ის აქციები Nasdaq Stockholm-ის საფონდო ბირჟაზეა განთავსებული, სადაც ისინი  "VOLCAR B"-ს სიმბოლოთი ივაჭრება.

„აუცილებელია ცხოვრებისთვის. მიანიჭეთ ადამიანებს თავისუფლება, გადაადგილდნენ დამოუკიდებლად, სტაბილურად და უსაფრთხოდ“ - ამ მიზანს ეფუძნება Volvo Cars-ის სტრატეგია - გახდეს სრულად ელექტრული ავტომობილების მწარმოებელი 2030 წლისთვის და მისი ვალდებულებაა, მუდმივად შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვი და უკვე 2040 წლისთვის კლიმატის მიმართ უვნებელ კომპანიად მოგვევლინოს.

2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, Volvo Cars-ში სრულ განაკვეთზე დასაქმებული იყო დაახლოებით 43,400 თანამშრომელი. Volvo Cars-ის სათავო ოფისი, პროდუქციის შემუშავების, ასევე მარკეტინგისა და ადმინისტრაციული დეპარტამენტები ძირითადად განლაგებულია შვედეთში, ქალაქ გეტებორგში. Volvo Cars-ის საწარმოო ობიექტები კი - გეტებორგში, გენტში (ბელგია), სამხრეთ კაროლინაში (აშშ), ჩენგდუში, დაქინგსა და ტაიჩჟოუში (ჩინეთი). კომპანიას ასევე აქვს კვლევისა და განვითარების, საპროექტო ცენტრები გეტებორგსა და შანხაიში (ჩინეთი).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...