1 8 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სომხეთის დედაქალაქს „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ მიწოდებული თანამედროვე ავტობუსები ემსახურება

. თეგეტამ“ გერმანული კომპანიის, MAN-ისავტობუსები ერევანს საერთაშორისო ტენდერის ფარგლებში მიაწოდა

სატრანსპორტო რეფორმა სომხეთის დედაქალაქში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ხელშეწყობით ხორციელდება

ერევნის მილიონზე მეტ მოსახლეს MAN-ის ბრენდის ავტობუსები ემსახურება. თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები სომხეთის დედაქალაქს  „თეგეტა ჰოლდინგმა“  მიაწოდა. ქართული კომპანია, რომელიც გერმანული ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია, ერევნის მერიის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულია. უსაფრთხოებითა და თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლებით გამორჩეული ავტობუსებით ერევნის მთავრობამ დედაქალაქის მცხოვრებლებს მომსახურების ახალი სტანდარტი შესთავაზა, რაც ქალაქის სატრანსპორტო რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.  MAN Lion’s City 12C ტიპის 87 ავტობუსი ერევნის არსებული სატრანსპორტო ქსელის ძირითად მარშრუტებზე გადაადგილდება.

ვაზგენ არუთინიანი,  ერევნის სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი:  მოხარულები ვართრომ  „თეგეტასთან“  წარმატებული თანამშრომლობით ჩვენი დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთშედეგადჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობა მკვეთრად გაუმჯობესდაერევნის მცხოვრებლები ევროპული სტანდარტისკომფორტული ავტობუსებით მგზავრობენასევე ხაზგასასმელიარომ MAN Lion’s City 12C ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისხვა მოდელებთან შედარებითგაცილებით უსაფრთხოა გარემოსთვის და ხელს უწყობს CO2-ის ემისიის შემცირებასჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა, „თეგეტამ“, შემოგვთავაზა ისრაც ყველაზე მეტად გვჭირდებოდა — ხარისხიანითანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული ავტობუსები მისაღებ ფასადკომპანიამ ტრანსპორტი გათვალისწინებულზე ექვსი თვით ადრე მოგვაწოდარაც ძალიან სასიამოვნოაერევნის მთავრობა განაგრძობს მუნიციპალური პარკის განვითარებას და იმედი გვაქვსრომ წარმატებული თანამშრომლობა  „თეგეტასთან“  მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“.

ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი აირის ძრავაზე (CNG) მომუშავე ავტობუსები 94 მგზავრზეა გათვლილი, არის თანამედროვე დიზაინის, უსაფრთხო, სრულად ადაპტირებული და კომფორტული შშმ პირებისათვის. სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად, „თეგეტასა“ და ერევნის მერიას შორის გაფორმებული სატენდერო ვალდებულების ნაწილია ავტობუსების ექსპლუატაციის შემდგომი სერვისის მიწოდებაც. ავტობუსების გამართული და შეუფერხებელი ოპერირებისათვის, „თეგეტა“ ყველა საჭირო მომსახურებას გერმანული სტანდარტის შესაბამისად ახორციელებს.

ირაკლი პაპიაშვილი, „თეგეტა ჰოლდინგის“  სტრატეგიული ბიზნეს მიმართულების დირექტორი:  საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებითეს პირველი საერთაშორისო ტენდერიარომლის თანახმადაც ავტობუსები ქვეყნის გარეთ მივაწოდეთროგორც იცითსატრანსპორტო რეფორმა სომხეთის დედაქალაქში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება. EBRD- ძალიან გამჭვირვალე და სამართლიანი შეფასება აქვსრომელიცფასთან ერთადხარისხისა დამიწოდების კომპონენტსაც მოიცავს. „თეგეტამ“  ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლო. 25 მილიონი ევროს ოდენობის ტენდერის პირობები ვადაზეადრე შევასრულეთამისათვის ჩვენსპარტნიორს, MAN-ლოტები ტენდერის შედეგების გამოცხადებისთანავე დავუკვეთეთავტოსატრანსპორტო საშუალებებს ჯერ პოლონეთში, MAN-ის ერთ-ერთ ქარხანაშიშემდეგ კი უკვე თბილისში ჩაუტარდა ინსპექტირებაჩვენი დედაქალაქიდან კი MAN-ის 12-მეტრიანი ტრანსპორტი უშუალოდ ერევნის მერმა დავიცე-მერმა ჩაიბარესახლა კი ეს ავტობუსები მოსახლეობას წარმატებით ემსახურებაჩვენი გამოცდილებასაერთაშორისო ბიზნესკავშირები და მნიშვნელოვან პარტნიორებთან თანამშრომლობა გვაძლევს საშუალებასკონკურენტუნარიანები ვიყოთ რეგიონის მასშტაბითერევნის მუნიციპალური ტრანსპორტის ტენდერის წორედ ამის დასტურია“. 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებული, „თეგეტა“,  ერევნის მუნიციპალიტეტმა 2022 წლის აპრილში გამოავლინა.

28-წლიანი საქმიანობის განმავლობაში ჰოლდინგს რეგიონის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. 2016 წლიდან კომპანიამ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტს თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებები,  MAN-ისა და სხვა ევროპული ბრენდების 500-ამდე ავტობუსი მიაწოდა. ამჯერად კი კომპანია მორიგი სატენდერო პირობების შესასრულებლად ემზადება, რომლის ფარგლებშიც  „თეგეტა“  საქართველოს დედაქალაქს 160 ერთეული ევროპული წარმოების MAN-ის უახლესი 18-მეტრიანი ავტობუსებით მოამარაგებს. თბილისის მუნიციპალური პარკისთვის MAN Lion’s City 18 C-ს მიწოდება კომპანიამ უკვე დაიწყო.

„თეგეტა ჰოლდინგის“  შვილობილი კომპანია Tegeta Truck & Bus 2006 წლიდან ბავარიული კომპანიის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. ცენტრალური ფილიალის ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული და სრულად შეესაბამება გერმანული კომპანიის მოთხოვნებს. გარდა ამისა, მიმდინარე წელს ჰოლდინგი გეგმავს  MAN-ის სტანდარტებით ახალი, მასშტაბური სერვისცენტრის მშენებლობას, რომელშიც ყველაის სერვისი იქნება ხელმისაწვდომი, რომლებსაც კომპანია მომხმარებელს სთავაზობს.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ:  უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს  Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეც ტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს  300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი,  3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...