1 8 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტას“ შვილობილი კომპანია - Europcar Georgia უზბეკეთში ახალი წარმომადგენლობით იწყებს ოპერირებას

„თეგეტა ჰოლდინგში“  შემავალი ავტოგაქირავების კომპანია Europcar Georgia საზღვრებს აფართოებს და უზბეკეთში ახალი წარმომადგენლობით იწყებს ოპერირებას. Europcar Georgia საქართველოს ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. ამ დროიდან ის საერთაშორისო ბრენდის Europcar Mobility Group-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში, ხოლო 2023 წლიდან - უზბეკეთის ტერიტორიაზე.

Europcar Georgia-ს ბიზნეს პროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით და, აგრეთვე, სატრანსპორტო მომსახურება. გარდა ამისა,

 კომპანიამ  საქართველოში პირველმა დანერგა Auto Subscription სერვისი; პარტნიორობა დაამყარა საქართველოში მოქმედ ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც უკვეწლებია, ენდობიან Europcar Georgia-ს გუნდს.

Europcar Georgia-ს კიდევ უფრო გაზრდასა და საზღვრების გაფართოებას კომპანიაში უკავშირებენ სურვილს, იყვნენ საერთაშორისო ავტოგაქირავების კომპანიის წარმომადგენლები არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში, ეს გაფართოება კი უზბეკეთით დაიწყეს.

სანდრო საყვარელიძე, Europcar Georgia-სდირექტორი უზბეკეთის ბაზარი ბოლო წლებიამნიშვნელოვნად ვითარდება და დიდ შესაძლებლობებს აჩენს ბიზნესისთვისუზბეკეთიროგორც ქვეყანასულ უფრო მომხიბვლელი ხდება საერთაშორისო მოგზაურებისთვისაც და მიმართვიანობა ქვეყნისადმი ყოველ წლიურად იზრდება როგორც ტურიზმისისე საერთაშორისო ინვესტიციების ნაწილშიევროკავშირის ქვეყნებიდანთურქეთიდან,  აშშ-იდან მნიშვნელოვნად იმატა ტურისტების რაოდენობამეს კი პირდაპირაა მიბმული იმ საერთაშორისო ინვესტიციებზერასაც სხვადასხვა ქვეყანა ახორციელებსმეორე მხრივსაერთაშორისო ავტოგაქირავების მიმართულება უზბეკეთში ახლა განვითარების პირველ საფეხურზეაჩვენი დიდი სურვილი იყოვყოფილიყავით პირველებივინც ამ ბაზარზე შევიდოდა და გამოცდილებას დანერგავდა როგორც ავტომობილების დღიური გაქირავებისისე კორპორაციული მიმართულებითვფიქრობ, 2023 წელი იდეალური პერიოდი იყო იმისთვისრომ უზბეკეთის ბაზარზე შევსულიყავით.“

დღეს Europcar Georgia 500-მდე ავტომობილითაა წარმოდგენილი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. კომპანიის წარმატების საფუძველი, მრავალფეროვანი ავტოპარკის გარდა, 

 კომფორტული სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე უწყვეტი ზრუნვაა.  Europcar Georgia-ს გუნდი ორიენტირებულია პერმანენტულ განვითარებასა და მომხმარებლისთვის სიახლეების შეთავაზებაზე.

სანდრო საყვარელიძე, Europcar Georgia-სდირექტორი „Europcar Georgia- დაარსების დღიდან თვალსაჩინო შედეგები აქვსრაც Europcar-ისთვის იმაზე მიანიშნებსრომ ჩვენ ვართ კომპანიის სტრატეგიულისანდო პარტნიორებირომლის მიზანია ზრდა ბაზარზესწორედ ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე გვენდო Europcar- კიდევ ერთხელ და საშუალება მოგვცაუზბეკეთის ბაზარიც მოგვეცვაჩვენ შევარჩიეთ პარტნიორი - ადგილობრივი კომპანია და მასთან თანამშრომლობით ვაპირებთუზბეკეთში დავნერგოთ ის პროდუქტები და მომსახურებარაც Europcar- საქართველოსა და ევროკავშირში აქვს.“

უზბეკეთში Europcar Georgia-ს წარმომადგენელი და პარტნიორი Avtoritet Group-ი იქნება, რომელთანაც კომპანიამ ხუთწლიანი ქვეფრანჩაიზით დაიწყო თანამშრომლობა.  Avtoritet Group-ი 2007 წლიდან ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიაა უზბეკეთში. მან ოპერირება დღიური გაქირავების მიმართულებით 50 ავტომობილით დაიწყო. კომპანია ეტაპობრივად გააფართოებს მომსახურების სპექტრს და მომხმარებელს საოპერაციო ლიზინგსა და სატრანსპორტო მომსახურებასაც შესთავაზებს. Europcar Georgia, თავის მხრივ, უზბეკეთს იმ დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებს, რომელმაც საქართველოში კომპანიის წარმატება განსაზღვრა.

Avtoritet Group-მა უკვე დაასრულა დეველოპერული სამუშაოები. Europcar-ი საწყის ეტაპზე უზბეკეთში რამდენიმე ფილიალითაა წარმოდგენილი ტაშკენტის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრში. იგეგმება ქვეყნის მასშტაბით სხვა დიდ ქალაქებში ოპერირებაც.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“  ერთ-ერთ მიმართულებაში,  „თეგეტა ქარსში“  შემავალი კომპანია „ევროპ ქარ ჯორჯია“  საერთაშორისო ბრენდ Europcar-ისექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და, აგრეთვე, სატრანსპორტო მომსახურება. „ევროპ ქარ ჯორჯია“  საქართველოში იყო პირველი კომპანია, რომელმაც მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისიც შესთავაზა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    თიბისი x ქართული რაგბი - 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრე...

    საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში, ქალაქ ვიშში გაემგზავრა, სადაც 6 ერის ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალზე, საქართველოსა და 6 ერის ქვეყნების (საფრანგეთი, უელსი, ინგლისი, ი...

  • 11:58

    თიბისიმ, საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის დააჯილდოვა.   ჯილდო ბანკმა თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის მაღალშემ...

  • 11:09

    ZEG Storytelling Festival 13-15 ივნისი ...

    როგორ შეიძლება დაგანახოს ომი  სატირიკოსმა მწერალმა და მონაცემთა მეცნიერმა? რა შეიძლება გასწავლოს ფილოსოფოსმა ამბის თხრობაზე? რას გვიყვებიან განსაკუთრებულს ჩვენი პლანეტის შესახებ არქიტექტორე...

  • 18:46

    მალე საირმის ტყეს კეთილშობილი კავკასიური ირემი დაუ...

    ·         საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. ფერმის მოწყობაა, სადაც წითელ ნუსხაში შეტანილ ცხოველებს გაამრავლებენ და ბუ...

  • 17:15

    თიბისის გუნდმა Young Lions Georgia 2025-ზე ოქროს მ...

    კანის ახალგაზრდული ლომების ფესტივალი შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟული კონკურსია, სადაც მონაწილეობას ქვეყნის საუკეთესო ტალანტები იღებენ. წელს კონკურსს უპრეცედენტოდ ბევრი მონაწილე ჰყავდა. სხ...

  • 15:07

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მარტში ქალი მეწარმ...

    საქართველოს ბანკისთვის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება და ქალი მეწარმეების ხელშეწყობა ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, Startup Grind-თან ერთად, ბიზნეს 360-ის ფარგლებში, მარტის თვე ქალ მე...

  • 12:53

    თიბისი x გურჯაანის „დელტა“ - პარტნიორობა რეგიონული...

    თიბისი გურჯაანის საკალათბურთო კლუბის - „დელტას“ მხარდამჭერია. პარტნიორობა 2024 წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება, რადგან თიბისისთვის რეგიონული პროექტების მხარდაჭერა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტ...