2 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით გაიმართება

თბილისში 3 და 4 ივნისს ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ 9 აპრილის ბაღში ჩატარდება. სოციალური საწარმო „VINTYLATOR“-ისა  და სარეკლამო სააგენტო „BETTERFLY“-ს ორგანიზებით, ღონისძიებაზე მწვანე და სოციალური საწარმოებისგან შემდგარი 70-ამდე მეწარმის ნამუშევრები და პროექტები იქნება წარმოდგენილი. 

ფესტივალის ერთ-ერთი მხარდამჭერია „თეგეტა ჰოლდინგი“ და მასში შემავალი მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია „თეგეტა გრინ პლანეტი“. „მწვანე ბაზრის“ ტერიტორიაზე „თეგეტა გრინ პლანეტის“ სივრცეში 13:00-იდან 20:00 საათამდე  გაიმართება ვორქშოპები და საუბრები გარემოზე ზრუნვასა და პლანეტის მწვანე მომავალზე.

ფესტივალის სპიკერები იქნებიან სხვადასხვა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები. თითოეული მათგანი მწვანე მომავალზეა ორიენტირებული და კონკრეტული პროექტებით შეაქვთ წვლილი პლანეტის კეთილდღეობაში.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა „თეგეტა ჰოლდინგის“ CSR სტრატეგიის პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, მუდმივად მხარს ვუჭერთ მწვანე მომავალზე ორიენტირებულ სხვადასხვა პროექტს. ამ თემაზე სასაუბროდ ეს ფესტივალი ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა. თეგეტას სივრცეში გვექნება შესაძლებლობა, ვიმსჯელოთ პლანეტაზე ზრუნვის საკითხებზე და საზოგადოებას კიდევ უფრო დეტალურად გავაცნოთ „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობის მიმართულებები“.

4 ივნისს ფესტივალზე მისულ სტუმრებს ეკო მარკეტი დახვდებათ, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ვინტაჟური ნივთი, სოციალური საწარმოებისა და მწვანე მეწარმეების ნამუშევრები, მდგრადი მოდისა და პროდუქტის შემქმნელების ნამუშევრები, ვინტაჟური სამოსის აქსესუარები. ასევე მარკეტზე იქნება შეკეთებული ნივთების ზონა.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და ვორქშოპებში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...