0 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი ახალი არტ გალერეა „ნობლესის” მხარდამჭერია

საქართველოს ბანკი ხელოვნებისა და კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, თბილისში არტ გალერეა „ნობლესი“, რუსუდან ფეტვიაშვილის პერსონალური გამოფენით გაიხსნა.

 

გალერეის გახნის ფარგლებში, „ნობლესმა“ რუსუდან ფეტვიაშვილის პრემიუმ ხარისხის სამენოვანი (ქართულ-ინგლისური; ქართულ-ფრანგული) კატალოგი გამოსცა.

 

„გალერეა „ნობლესი“ რუსუდან ფეტვიაშვილის გამოფენით გაიხსნა, რომელიც 25 დეკემბრამდე გაგრძელდება. შემდეგ სხვა ქართველი და უცხოელი თანამედროვე არტისტების ნამუშევრები გამოიფინება. გალერეის ერთერთი მთავარი მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. უკვე არაერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი საფრანგეთის რესპუბლიკასთან და სწორედ ამიტომ ჩვენი გალერეა გახდა საქართველოში საფრანგეთის სავაჭრო და ინდუსტრიული პალატის წევრი. სამომავლოდ ვაპირებთ, როგორც ფრანგი მხატვრების მოწვევას საქართველოში, ასევე, ქართველი არტისტების წაყვანას საფრანგეთში, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს. ვფიქრობთ, ამით ჩვენი გალერეა თავის მოკრძალებულ წვლილს შეიტანს საფრანგეთსა და საქართველოს შორის კულტურული დიპლომატიის განვითარებაში“, - განაცხადა არტ გალერეა „ნობლესის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, ნინო ლაბაძემ.

 

„საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს მხარი დაუჭიროს ხელოვნების და კულტურის სფეროს, მსგავსი პროექტების განხორციელებაში. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ქალაქს კიდევ ერთი არტ გალერეა შეემატა, რომელიც  რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებით გაიხსნა. აღნიშნული გამოფენის სახელწოდებაა „ორ სამყაროს შორის“ და მის ფარგლებში ასევე წარმოდგენილია დიმა ფეტვიაშვილის ხის ნამუშევრები, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილთან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა. გალერეა სამომავლოდაც  ახალი არტისტების აღმოჩენას გვპირდება. კულტურის მოყვარულებს, „ნობლესი“ მისცემს შესაძლებლობას, ქართველი და უცხოელი არტისტების საინტერესო ნამუშევრები იხილონ“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

გალერეა „ნობლესი“ ახალი ტიპის არტისტული ინსტიტუციაა, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ქართული ვიზუალური ხელოვნების ორიგინალურ რეპრეზენტაციაზე. „ნობლესი“ ორიენტირებულია წარმოაჩინოს, არა მხოლოდ მიმდინარე  მხატვრული პროცესები, არამედ ძველი თაობის მხატვართა შემოქმედება და მიზნად ისახავს მათ ახალ ისტორიულ კონტექსტში წარდგენას. გალერეა არ იქნება მხოლოდ გამოფენა-გაყიდვების ორგანიზებით დაკავებული და მისი ერთერთი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, როგორც საქართველოში, ასევე - საზღვრებს გარეთ და ამ მიმართულებით, არაერთი პროექტის განხორციელებას გეგმავს. „ნობლესი“ აქტიურად დაუჭერს მხარს ქალ არტისტებს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ნიჭიერ მხატვრებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 13:05

    რატომ მყარდება ლარი? - თიბისი კაპიტალის ყოველკვირე...

    როგორც თიბისი კაპიტალმა წინა განახლებაში აღნიშნა, წმინდა სავალუტო შემოდინებების მთავარ წყაროებზე დაყრდნობით, მოკლევადიან პერიოდში ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა საბაზო სცენარად არ განიხილება. შესაბამის...

  • 13:01

    თიბისი OKR Forum 2025-ის გამარჯვებულია ...

    თიბისიმ ახალ გამარჯვებას და წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ვირტუალურ ფორუმზე - OKR Forum 2025. წელს, ფორუმზე 200-მდე აპლიკაცია მიიღეს განსახილველად და გამარჯვებულები სამ ძირითად ნომინაციაში გამოცხა...

  • 15:31

    თიბისი კვლავ Svaneti Freeride Week Junior-ის მხარდ...

    თიბისი წელსაც აქტიურად აგრძელებს ზამთრის სპორტის მხარდაჭერას.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ღირებულება ახალი თაობის სპორტსმენების განვითარების ხელშეწყობაა და სწორედ ამიტომ, უკვე მეორე წელია, თიბი...

  • 11:47

    თიბისი მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) წლის...

    კომპანია CX Hub, თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში უკვე მეორედ ატარებს Customer Experience (CX) Business Summit-ს - წლის მთავარ ღონისძიებას CX-ის მიმართულებით. სამიტზე მომხმარებლის და თანამშრომლ...

  • 10:09

    PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მსოფლიოს ცნობილი...

      PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო. შეარჩიეთ „ვალენტინობის“ საჩუქარი PSP-ს სილამაზისა და თავის მოვლის მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მარავალფეროვანი ასორტიმენტიდან განსაკუთრებული ფასდაკ...

  • 18:04

    „თეგეტა ჰოლდინგი“ AmCham-ისა და MAC Georgia-ს სასტ...

      „თეგეტა ჰოლდინგი“, განათლების ხელშეწყობის ეგიდით, სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერი გახდა. პროექტს სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდასაჭერად ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში...